WSOP-ის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე

94 წლის უილიამ ვოჩერი, 2015 წლის WSOP-ის ყველაზე ხანდაზმული მონაწილეა, რომელსაც პირველი შესვენებისთვის უკვე 155.000 ჩიპი აქვს მოგროვებული. "მე რამდენიმე ბედ ბითი მივიღე, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ, - ამბობს ვოჩერი, რომელმაც ფულ ჰაუსით მაღალ ფულ ჰაუსთან წააგო, - საშუალო დონის მოთამაშე, ასეთ შემთხვევაში, მთელ სტეკს დაკარგავდა, მე კი ნამდვილად არ მინდოდა ზედმეტი რისკების აღება."

უილიამ ვოჩერმა, რომელიც წარმოშობით ნიუ იორკიდან არის, თამაში საზღვაო ფლოტში სამსახურის დროს ისწავლა, 74 წლის წინ. მეორე მსოფლი ომის ვეტერანმა, მოგვიანებით ენტერპრენიუერის ამპლუა მოირგო და ჯერ Carvel Ice Cream-ის მფლობელი გახდა, შემდეგ კი Hallmark-ის მაღაზიათა ქსელი დააარსა. ის ახლაც აქტიურადაა თამაშებში ჩართული. წლევანდელი პოკერის სერიები მისი მეორე მცდელობაა სამაჯურის მოსაპოვებლად, პირველად მან შარშან, 93 წლის ასაკში ითამაშა.

"წინა მეინ ივენთზე საშინელი დარტყმა მივიღე, - ყვება 94 წლის ვეტერანი, - ტურნირის მესამე დღეს იმდენი ჩიპი მქონდა, რომ ერთი დარიგებაც რომ არ მეთამაშა, შემდეგ დღეს თავისუფლად მივაღწევდი და შეიძლება ფულშიც შევსულიყავი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ არცერთ ხელს არ ვითამაშებდი AA/KK/AK-ის გარდა. ერთხელ QQ-იც კი გადავყარე. 4 საათის განმავლობაში ერთი დარიგებაც არ მითამაშია. ბიგ ბლაინდზე 99 დამირიგდა და აქაც მზად ვიყავი ხელი დამეთმო, მაგრამ თამაშში ყველა ლიმპით შემოვიდა და მეც ფლოპი, ფაქტიურად, უფასოდ ვნახე. K94-ზე ჩექი გავაკეთე. ერთმა დადო, მეორემ უპასუხა, დანარჩენებმა გადაყარეს. მეც ქოლი გავაკეთე. თერნზე 2 დაიდო, ასე რომ ყველანაირი ფლეშის ალბათობა გამოირიცხა. ჩემი ჩექის შემდეგ ერთ-ერთმა დარჩენილმა მოთამაშემ ოლ ინი გააკეთა, მეორემ ფოლდი, მე რა თქმა უნდა მივიღე მისი ბეთი. მან K9 გადმოატრიალა და რივერზე, რა თქმა უნდა, K მიიღო. მე და ჩემს მოწინააღმდეგეს, ორივეს ერთად, ყველა მონაწილის ჩიპებზე დაახლოებით სამჯერ მეტი ჩიპი გვქონდა. მე რომ ეს დარიგება მომეგო, ალბათ ფინალურ მაგიდაზეც მოვხვდებოდი." 

ბედ ბითების გარდა, ვოჩერს სხვა პრობლემებიც აქვს: ის ნარკოლეპსიისგან იტანჯება და ხშირად უნებლიედ ეძინება, ამიტომაც საჭირო ხდება მისი გამუდმებით გამოფხიზლება თამაშის დროს. მას ასევე კატაპლექსია აწუხებს, რაც მოგებული ჩიპების მისკენ წამოღებაში და სხვა მსგავს ფიზიკურ მოქმედებებში ხელს უშლის. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, მისი სიყვარული პოკერის მიმართ ოდნავადაც არ ნელდება. "მე მართლა ძალიან მიყვარს თამაში. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია" - ამბობს ვეტერანი. 

ამჯერად მას ფულში შესვლის იმედი აქვს და უფრო თაითად თამაშს აპირებს. "იქნებ ზედმეტად თაითიც ვარ? 99 დამირიგდა და გადავყარე, ფლოპზე 9 დაიდო. 33-ის შემთხვევაშიც იგივე მოხდა, მაგრამ მაინც არ ვაპირებ პატარა წყვილების თამაშს. QQ-ზე დაბლა არაფერს არ ვითამაშებ, იქნებ რამე გამომივიდეს." 

რუმები

ქართული უცხოური