დენ ჰარინგტონი მეინ ივენთის ფინალური მაგიდისთვის იბრძვის

დენ ჰარინგტონის ჭაღარა თმა და კეთილი ღიმილი, იმ დაუნდობელი თამაშის საიდუმლოს მალავს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ, ლეგენდარულმა მოთამაშემ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი დაწერა. თავისი მწვანე, ბოსტონის 'რედ სოქსის' ქუდით, მას მილიონ მოთამაშეში გამოარჩევთ. მან მსოფლიოს ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც 2003 და 2004 წლებში, WSOP-ის მეინ ივენთების ფინალურ მაგიდაზე ზედიზედ ითამაშა. 

ამჟამად კი, ლეგენდარული მოთამაშე, მეინ ივენთის პირველ დღეზე დარეგისტრირდა - ერთადერთ ტურნირზე, რომელსაც ის თამაშობს. "მე შვიდი წლის წინ დავანებე თამაშს თავი, - ამბობს ჰარინგტონი, - ეს ერთადერთი ტურნირია, რომელის თამაშზეც უარს ვერასდროს ვიტყვი. წელს ისე მხოდა, რომ გაცილებით მეტი ივენთი ვითამაშე, ვიდრე უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად. 

მისი წიგნი Harrington On Hold'em, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბესტსელერია. გარდა ამისა, მას კიდევ 8 წიგნი აქვს დაწერილი სატურნირო პოკერზე, ქეშ გეიმებსა და 6-მაქს თამაშზე. მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის და 3 ფინალური მაგიდის მიუხედავად, დენ ჰარინგტონი მაინც არ კმაყოფილდება და საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებს - "მიმდინარე მეინ ივენთზე, ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი ფინალური მაგიდა იქნება." ჩვენ მისი მწვანე ქუდის უამრავი ვერსია გვაქვს ნანახი, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად, მსოფლიო ჩემპიონი სწორედ იმ ქუდით გამოცხადდა მეინ ივენთზე, რომელმაც წლების წინ მას დიდი წარმატება მოუტანა. 

გასულ წელს, მარკ ნიუჰაუსმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე, რის გამოც მას ხშირად ადარებდნენ დენ ჰარინგტონს. თავად ჰარინგტონი კი, ნიუჰაუსის მიღწევას, გაცილებით რთულს და დასაფასებელს უწოდებს, რადგან მან იგივე შედეგს გაცილებით ფართომასშტაბიან ტურნირებზე მიაღწია - "ჩემი ორივე ტურნირის მთლიანი მოთამაშეების რაოდენობა 3.415 იყო, მისი კი - 13.035. განსხვავება და სირთულე ნათელია. სამწუხაროა, რომ ასეთი შედეგის ჩვენების დროს, მას ტიტულის მოპოვების საშუალება არ მიეცა."

ბოლო 11 წლის განმავლობაში, ჰარინგტონმა ოთხჯერ მოახერხა ფულში მოხვედრა. "ვფიქრობ, ხალხს გავახსენდები, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე, რომელმაც პოკერში არც თუ ისე ცუდ შედეგებს მიაღწია" - აცხადებს ლეგენდარული მოთამაშე. 

რუმები

ქართული უცხოური