ბრაიან რასტი სუპერ ჰაი როლერის თასს იგებს
წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ პოკერის სერიებზე, One Drop-მა, ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის სტატუსი, სუპერ ჰაი როლერის თასს დაუთმო, რომლის ბაი ინი $500.000 დოლარს შეადგენდა. ტურნირზე 43 მოთამაშე დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: დენიელ ნეგრანუ, ფილ აივი, დენ კოლმანი, ფილ გალფონდი, სკოტ სივერი, ერიკ საიდელი, ანტონიო ესფანდიარი, ჯეისონ მერსიერი...
2015 წლის სუპერ ჰაი როლერის გამარჯვებული ბრაიან რასტი გახდა. მის კარიერას თუ გადავხედავთ, უამრავ დიდ გამარჯვებას აღმოვაჩენთ, მათ შორის $50.000 Poker Players' Championship. მაგრამ მსოფლიოში რამდენიმე მოთამაშე თუ მოიძებნება, ვისაც ერთ ტურნირზე $7.500.000 დოლარი აქვს მოგებული. მან, ფინალურ ჰედს-აპამდე უამრავი ბრძოლა გადაიტანა, საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ და ბოლოს, სკოტ სივერთან, გამარჯვება მოიპოვა. "მოგების შემდეგ, ვერც კი გავაანალიზე რა მოხდა" - თქვა რასტმა.
როგორც რასტმა აღნიშნა, მთელი ტურნირის განმავლობაში ის ბევრჯერ იყო ოლ ინ სიტუაციაში და მათ შორის რამდენჯერმე 33-ის იმედად და ყოველი ასეთი დარიგება მან რივერზე მოიგო. საბოლოო ჰედს-აპი ძალიან დაძაბული გამოდგა: ჩიპების უპირატესობა ხან რასტის მხარეს იყო, ხან სივერის. მაგრამ გამარჯვებულმა მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება, როდესაც სივერმა, მეოთხე საფლეშე კარტის ბორდზე ამოსვლისას, რასტის წინააღმდეგ ბლეფის გაკეთება სცადა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ და ჩიპების სიმრავლემ, რასტს საშუალება მისცა სივერი წნეხში მოექცია და მისი სტეკი ნაბიჯ-ნაბიჯ შეემცირებინა. საბოლოოდ, 173-ე დარიგებაზე, სკოტ სივერის რეიზს და რასტის 3-ბეტს, ორიგინალი აგრესორის ოლ ინი მოჰყვა, 55-ით ხელში, რასაც რასტი A9-ით დაუპირისპირდა. Q92K6 ბორმა კი ბრაიან რასტს გამარჯვება და $7.500.000 დოლარი მოუტანა.
მეორე ადგილზე გასულ სკოტ სივერს კი $5.160.000 დოლარი შეხვდა. ენდრიუ რობლმა ფულში შესვლა ვერ მოახერხა და ტურნირი მერვე ადგილზე დატოვა. ფინალური მაგიდა რთული გამოდგა ერიკ საიდელისთვისაც, რომელმაც სცადა არ გაემეორებინა წინა ტურნირზე - One Drop High Roller-ზე დაშვებული შეცდომები, როცა მან მაგიდა ე.წ. "ბაბლზე" ფულის გარეშე დატოვა და მაქსიმალურად სცადა პოზიციების შენარჩუნება და შედეგიანადაც - მან ფულში შესვლა მოახერხა და მეშვიდე ადგილისთვის $860.000 დოლარი მიიღო. თუმცა საიდელის დონის მოთამაშისთვის ვერც თანხა და ვერც პოზიცია დიდ შედეგად ვერ ჩაითვლება.
საბოლოოდ, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
1. ბრაიან რასტი - $7.500.000
2. სკოტ სივერი - $5.160.000
3. კონორ დრინანი - $3.225.000
4. ტიმოთი კუზნეცოვი - $2.105.000
5. დევიდ პიტერსი - $1.505.000
6. ტომ მარჩესი - $1.075.000
7. ერიკ საიდელი - $860.000