ფილ აივი WSOP-ზე გამოჩნდა

კვირას, 28 ივნისს, 33 დღიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შეწყდა მითქმა-მოთქმა ფილ აივის ვეგასიდან გაუჩინარების ესახებ. ლეგენდარული მოთამაშე $111.111 დოლარიან One Drop ტურნირზე გამოჩნდა და ჟურნალისტებისაც ხელმისაწვდომი გახდა. როგორც ჩანს, ჰაიროლერ ტურნირის შვიდნიშნა საპრიზო თანხის ცდუნებას, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემაც ვერ დააღწია თავი. 

გავრცელებული ხმების თანხმად, ამერიკელმა მოთამაშემ, 2015 წლის WSOP-ის სეზონის პირველი ნახევარი მაკაუში და ევროპაში გაატარა. მიუხედავად მისი ადგილსამყოფელის გასაიდუმლოებისა, აივიმ დაადასტურა თავისი განსაკუთრებული ინტერესი ქეშ გეიმების მიმართ, რომლის გამოც ის უარს ამბობდა WSOP-ის ტურნირებზე. "რა თქმა უნდა მე მადარდებს WSOP-ის სამაჯურები, - თქვა აივიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, - მაგრამ იგივე პერიოდში მსოფლიოს სხვა წერტილებში დიდი ქეშ გეიმები იმართება. მე კი ჩემი მოვალეობა მიხმობს."

აივი ლას ვეგასში შაბათს ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ტურნირის თამაში აქვს დაგეგმილი, ის სულაც არ გამორიცხავს, რომ 'მოვალეობა' მას ისევ შეაწუხებს - "ამჟამად One Drop-ის თამაშს ვგეგმავ. შეიძლება იყოს რამდენიმე სხვა ივენთიც, მაგრამ ქეშ გეიმებსაც აუცილებლად მივუბრუნდები. როცა სამაჯურის მოგებაზე ფსონებს ვდებდით, ჩემთვის გაცილებით ადვილი იყო თამაში. ახლა კი, ფსონების გარეშე, მოტივაციის ნაკლებობას განვიცდი. ამიტომაც ვარ გადართული უმეტესად ქეშ გეიმზე."

დღეისათვის, აივი მიიჩნევა ერთადერთ მოთამაშედ, ვისაც რეალური შანსები აქვს ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ, სამაჯურების ბრძოლაში. "სიამოვნებით შევეცდებოდი მის დაწევას, თუ ამის საშუალებას ჩემი გრაფიკი მომცემს, - ამბობს აივი, - თუ 'ბელაჯიოში' ან 'არიაში' დიდი ქეშ გეიმი იქნება, მე უპირატესობას მას მივანიჭებ, ნაცვლად WSOP-ის პატარა ივენთისა. წლების განმავლობაში აქ ვიყავი და სხვადასხვა ივენთს ვთამაშობდი, სწორედ სამაჯურებზე დადებული ფსონების გამო. ახლა კი ასეთი ფსონები, სამწუხაროდ, თითქმის აღარ კეთდება."

აივიმ დაადასტურა, რომ 'არიაში' 2 ივლისისთვის დაგეგმილი, $500.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის თამაშს აპირებს და მიუხედავად მისი ქეშ გეიმებზე გადართულობისა, ის თავის საუკეთესო სატურნირო თამაშს აჩვენებს. "მე ვეცდები რაც შეიძლება მეტი ტურნირი და რაც შეიძლება კარგად ვითამაშო" - განაცხადა აივიმ, ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

რუმები

ქართული უცხოური