მსოფლიო ჩემპიონების შედეგები უკანასკნელი 12 წლის მანძილზე

მას შემდეგ, რაც 2003 წელს კრის მანიმეიკერმა World Series Of Poker-ის მეინ ივენთი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პოკერის სამყარო სამუდამოდ შეიცვალა - ტურნირებზე ათასობით ადამიანი რეგისტრირდება, საპრიზო ფონდებში მილიონობით დოლარი გროვდება, ტელევიზიები აქტიურად აშუქებენ თამაშებს, გაჩდნენ პოკერის სუპერსტარები და ა.შ. დღეს, როცა პოკერის ინდუსტრია განვითარების პიკზეა და მიუხედავად ამისა, მაინც არ წყვეტს წინსვლას, როცა პოკერის მოთამაშეები, ფინანსებითაც და სახელითაც, ჰოლიდუვის ვარსკვლავებს გაუთანაბრდნენ, მსოფლიო ჩემპიონებს ისე ვხედავთ, როგორც ოლიმპოს მთაზე მყოფ ღმერთებს. 

ჩვენ შეიძლება დაუსრულებლად ვიკამათოთ იმის შესახებ, თუ რომელმა მოთამაშემ გააკეთაბ მეტი პოკერისთვის, ვინ როგორ პოპულარიზაციას უწევდა თამაშს სხვადასხვა წრეებში, ვინ როგორ გაიტანა პოკერის სახელი სხვა სფეროებში და ა.შ. მაგრამ მარტივ სტატისტიკას ვერსად გავექცევით. რეალური კითხვა ისმის შემდეგნაირად: როგორ თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონები 2003 წლის შემდეგ? როგორ შედეგს აჩვენებენ ისინი WSOP-ზე? 

ჯერ გავიხსენოთ მათი პირველი წარმატებები: 2003 წელს, მანიმეიკერმა $2.5 მილიონი დოლარი მოიგო; მას მოჰყვა გრეგ რეიმერი, 2004-ში, $5 მილიონით; შემდეგ იყო ჯო ჰეშემი $7.5 მილიონი დოლარით და რა თქმა უნდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯეიმი გოლდი, რომელმაც რეკორდული $12 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შემდეგ, პოკერის ბუმი თითქოს შენელდა. ყოველ შემთხვევაში საპრიზო ფონდების ინტენსიური ზრდა აღარ შეინიშნებოდა. ყველა შემდგომი ჩემპიონი თითქმის თანაბარი თანხით ჯილდოვდებოდა. 2007 წელს ჯერი იანგმა $8.5 მილიონი დოლარი მიიღო, 2008-ში პიტერ ისტგეიტმა - $9.15 მილიონი, ხოლო 2009-ში ჯო კადამ - $8.5 მილიონი დოლარი მოიგეს. 2010 წელს, ჯონათან დუჰამელს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულმა $9 მილიონი დოლარი მოუტანა, ხოლო 2011-ის გამარჯვებულს, პიუს ჰაინცს - $8.7 მილიონი. დაახლოებით მსგავსი მოგება ჰქონდათ შემდეგი წლების ჩემპიონებსაც: გრეგ მერსონი - $8.53 მილიონი, რაიან რისი - $8.36 მილიონი. გასული წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულს, მარტინ ჯეიკობსონს, შედარებით გაუუმჯობესდა პირველი ადგილის პირობები და მან $10 მილიონი დოლარის მოიგო. 

ახლა კი ვნახოთ ამ ადამიანების შედეგები, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:

 

 

 

 

 

 

 

12 მსოფლიო ჩემპიონს, 2003 წლიდან 2015 წლამდე, მეინ ივენთებზე მოგებული თანხის გარდა, მთლიანობაში $4.37 მილიონი დოლარი აქვთ გამომუშავებული. მხოლოდ ჯო კადამ შეძლო 2014 წელს $10.000 დოლარიან 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე ოქროს სამაჯურის მოგება, რომელსაც $670.041 დოლარიანი პირველი ადგილის პრიზიც მოჰყვა. ჯო კადას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გარდა ამ წარმატებისა, ის ბოლო 12 წლის მსოფლიო ჩემპიონებს შორის, მეორე ადგილზეა ყველაზე მეტი ფინალური მაგიდით. მას, ამ მაჩვენებლით, მხოლოდ 2004 წლის ჩემპიონი, გრეგ რეიმერი უსწრებს. რაც შეეხება რეიმერს, ის თავისი საუკეთესო წლის შემდეგ, პირველ ადგილს იკავებს, WSOP-ზე გამომუშავებული $1.58 მილიონი დოლარით.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონს, მარტინ ჯეიკობსონს, წლევანდელ პოკერის სერიებზე ჯერჯერობით მნიშნვნელოვანი შედეგი არ უჩვენებია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მან მხოლოდ რამდენიმე კვირა ითამაშა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის ჩამოთვლილთაგან ყველაზე ცუდი მოთამაშეა. სავარაუდოდ ეს ტიტული ჯეიმი გოლდს ერგება, რამდენადაც მეინ ივენთის მოგების შემდეგ, ის მხოლოდ სამჯერ შევიდა ფულში და მხოლოდ $19.122 დოლარი გამოიმუშავა. 

რუმები

ქართული უცხოური