ჯეისონ მერსიერისა და ანტონი ზინოს წინასატურნირო განწყობა

თავდაჯერებულობა, პოკერში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რამაც შეიძლება შედეგზე დიდი გავლენა იქონიოს. ის არც გადაჭარბებული ვარგა და არც ნაკლული. კვერცხისა და ქათმის მსგავსი კითხვა პოკერშიც არსებობს: გამარჯვება იწვევს თავდაჯერებულობას, თუ თავდაჯერებულობა გამარჯვებას?

როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჯეისონ მერსიერი საფუძვლიანად ერკვევა. მისთვის 2015 წლის Spring Championship Of Online Poker არნახულად წარმატებული აღმოჩნდა - SCOOP-ის 3 ტიტული, $319.323 დოლარის მოგება და სერიების საუკეთესო მოთამაშის სახელი. გუშინ კი, მერსიერის ნახვა, WSOP-ის $5.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე იყო შესაძლებელი. 

"მას შემდეგ, რაც WSOP-ის ტურნირებზე თამაში დავიწყე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოკერის სერიებზე ძალიან კმაყოფილი და თავდაჯერებული მოვდივარ, - თქვა მერსიერმა, - წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი საოცრად კარგად აეწყო: მოვიგე SCOOP-ის სამი ივენთი, სხვადასხვა თამაშებში. WSOP კი ნამდვილად ის ადგილია, სადაც შენი შესაძლებლობების დატესტვა შეგიძლია, თუ პოკერის სხვადასხვა სახეობის მოყვარული ხარ. ამ ზაფხულზე დიდ იმედებს ვამყარებ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ სამაჯურს მოვიგებ." 

რამდენად დიდ როლს ითამაშებს მის წარმატებაში თავდაჯერებულობა? როგორც ჩანს, მერსიერი საკუთარ თავში დარწმუნებულია. 

"ვფიქრობ, პოკერში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების იმედის ქონა. დადებითი მიდგომა თამაშისადმი და პოზიტიური განწყობა, თამაშზე აუცილებლად იმოქმედებს. მგონია, რომ როცა კარგად ვგრძნობ თავს, როცა დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში, თამაში გაცილებით უკეთესად გამომდის. რატომღაც წარუმატებლობა ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როცა პირად ცხოვრებაშიც არეული პერიოდი მიდგებოდა. როცა თავდაჯერებულობა გაკლია, გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებ. ასეთი მოვლენების გაანალიზება, ერთი შეხედვით, რთულია, მაგრამ რეზულტატებს თუ შევხედავთ, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. პოკერის ერთ-ერთი რთული გამოცდა დაუნსვინგის პერიოდია. ერთი დღის წარუმატებელმა თამაშმაც კი შეიძლება მოთამაშის თავდაჯერებულობა შეარყიოს. და როცა ასეთი წარუმატებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, მოთამაშე სერიოზულ მენტალურ პრობლემებს აწყდება."

2015 წლის WSOP-ზე, ჯეისონ მერსიერზე თავდაჯერებული, მხოლოდ WPT Hublot-ის წლის მოთამაშედ აღიარებული, ანტონი ზინო შეიძლება იყოს. 2013 წლის Borgata Poker Open-ის მოგების შემდეგ, ზინომ, ზედიზედ 2015 წლის Fallsview Poker Classic-ზე და 2015 წლის L.A. Poker Classic-ზე გაიმარჯვა. WPT-ის ხუთ ივენთზე, მოწინავე ადგილების დაკავების შემდეგ კი WPT-ის წლის მოთამაშის ტიტული მოიპოვა. 

ზინოს აზრით, ისეთი წელი, როგორიც მას ჰქონდა, პოკერის ნებისმიერი მოთამაშისთვის, არათუ თავდაჯერებულობის მიზეზად, არამედ დოპინგად შეიძლება ჩაითვალოს. "თუ პოზიტიურად ხარ განწყობილი, თუ ფიქრობ, რომ მოიგებ, ან უბრალოდ კარგად ითამაშებ, ეს ყველაფერი მშვიდი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება. თუ მძიმედ და დეპრესიულად გრძნობ თავს, შენს საუკეთესო თამაშს ნამდვილად ვერ აჩვენებ და თან ვერც მიხვდები ამას. პოკერის მთელი სილამაზე მის ლოგიკაში და მათემატიკაშია, მაგრამ არსებობს ასევე ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელთა გათვალისწინებაც ისევე აუცილებელია, როგორც პოკერის მათემატიკის. თავდაჯერებულობის არქონის გამო, შეიძლება ვერც გაიაზრო, რომ ცუდად თამაშობ. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ შენ ვერავინ შეგაჩერებს, ეს მართლაც ასე მოხდება. რა თქმა უნდა, დიდი მოგება, ჯიბესთან ერთად, თავდაჯერებულობის გაზრდასაც იწვევს. როცა დიდ ტურნირს მოიგებ, როცა გჯერა რომ კარგად ითამაშე, საკუთარი თავის იმედი გეძლევა, რაც შემდეგი ტურნირის მოგებაში გეხმარება."

ზინოს აზრით, იქნებიან სხვა გაბედული და თავდაჯერებული მოთამაშეებიც, რომლებსაც გაცილებით ნაკლებად ადარდებთ ვინ რომელი ტურნირი მოიგო, მაგრამ მას სწორედ ასეთი მოთამაშეებისგან ფულის ამოღების იმედი აქვს. როგორც ჩანს, ანტონი ზინო ნამდვილად აგრესიული თამაშის რეჟიმზეა გადართული. მერსიერის მსგავსად, ისიც მყარად დგას საკუთარი ძალების იმედად. 

"მე ვიცოდი, რომ კარგი ვიყავი, მაგრამ ამ წლის შემდეგ დავრწმუნდი - ნამდვილად შემწევს იმის ძალა, რომ ამ თამაშში, მსოფლიო დონეზე, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო!"

თეგები
WSOP პოკერი

რუმები

ქართული უცხოური