ბოტები "აჭარაბეთზე"

ბოტების თემა, პოკერის მოყვარულებში, უკვე მითადაა ქცეული. ხანგრძლივ წაგებებს, ბევრი დამწყები მოთამაშე, ხან პოკერ რუმის შემთხვევითი რიცხვების გენერატორს, ხან კი სპეციალურად შექმნილ ბოტებს აბრალებს. ასეთი ისტორიები ხშირად გაგვიგია, შეიძლება ჩვენც გაგვჩენია ეჭვი, მაგრამ ვარაუდი ვარაუდად დარჩენილა. 

27 მაისს, თბილისის ფორუმზე, ერთ-ერთი მოთამაშის მიერ დადებული ვიდეო კი ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს. "აჭარაბეთის" ონლაინ პოკერ რუმში ნათამაშები რამდენიმე დარიგება, რომელიც ამ ვიდეოშია ნაჩვენები, შეიძლება უტყუარ ვიზუალურ მტკიცებულებად ჩაითვალოს, რომ ქართულ პოკერ რუმში ბოტებს იყენებენ. 

ჯეოპოკერის მკითხველებს ემახსოვრებათ, თვის დასაწყისში გამართული დაპირისპირება ხელოვნურ ინტელექტსა და პროფესიონალ მოთამაშეებს შორის, რომელიც პროფესიონალთა გამარჯვებით დასრულდა (იხილეთ სტატია http://geo.poker/ge/news/935-propesionalebma-mankana-daamarcxes).  ამ შემთხვევაშიც იგივე ისტორია განმეორდა. მოთამაშემ, გარკვეული თანხის დაკარგვის შემდეგ, ყურადღება მიაქცია მოწინააღმდეგის ერთი და იგივე, განმეორებით მოქმედებას, რამაც ეჭვი გააჩინა. ხოლო ბოტის მოქმედების ინტენსივობის შესწავლის შედეგად, ადვილად მოუგო მოუგო მას.  

პოკერი, ისე როგორც ნებისმიერი სპორტი, არის თამაში, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს თანაბარ პირობებში უნდა აყენებდეს. ჯეოპოკერის გუნდი იმედოვნებს, რომ მსგავს თაღლითურ სქემებსა და მოქმედებებზე, "აჭარაბეთის" ადმინისტრაციას, შესაბამისი რეაქცია ექნება. 

პოკერი იმდენად კომპლექსური, რთული და ფართო თამაშია, რომ მას ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს აითვისებს ისე, როგორც პროფესიონალი მოთამაშე. ჯეოპოკერის მიზანიც სწორედ ეს არის - მისცეს მოთამაშეებს ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ვერანაირი ბოტი წინ ვერ აღუდგება.
 

 

სავარაუდო ბოტები, რომლებიც "აჭარაბეთზე" თამაშობდნენ

რუმები

ქართული უცხოური