ტომ დუანი, ფილ აივი და ჯონი ჩენი მაკაუში, Poker King Club-ის გახსნაზე
სექტემბერში, ლეგენდარულმა Poker King Club-მა (PKC) მრავალწლიანი ადგილსამყოფელი შეიცვალა და StarWorld Casino-დან The Venetian Macau-ში გადავიდა. თუმცა საბოლოო ლოკაციის ათვისებას რამდენიმე თვე დასჭირდა.
22 მაისს, კლუბმა, საზოგადოებას ახალი პოკერ რუმი წარუდგინა, რომლის გახსნაზე ასზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის ტომ დუანი, ფილ აივი და ჯონი ჩენი. გახსნის ცერემონიაზე იყვნენ სხვა ცნობილი სახეებიც: ვინფრედ იუ - Poker King Club-ის პრეზიდენტი; Suncity Group-ის მთავარი მარკეტოლოგი იმ ჩონგი; Venetian Macau კაზინოების ქსელის პრეზიდენტი ჰაროლდ საკმაკლისი.
"ვენეციური მაკაუ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მაკაუში განთავსებულ სხვადასხვა გასართობ კომპლექსებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა. სასტუმროს ადგილმდებარეობა, თავისი სამზარეულოთი, შოპინგ ცენტრებითა და უამრავი გასართობი კომპლექსით, ჩვენს კლუბს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მომხმარებელი მიიზიდოს და კომფორტული გარემო შეუქმნას მათ, - განაცხადა ვინფრედ იუმ, - მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პოკერ რუმი ნებისმიერი მოთამაშის სურვილს დააკმაყოფილებს".
იუმ, რომელიც $1.347.238 დოლარის კარიერულ მოგებას ითვლის, 2013 წლის WSOP Asia-Pacific Main Event-ზე მესამე პოზიცია დაიკავა. ის, მაკაუს დიდი თამაშის რეკლამირების მცირე შანსსაც კი არ უშვებს ხელიდან. როგორც მან აღნიშნა, Galaxy Group-თან კონტრაქტის ამოწურვა და ადგილმდებარეობის შეცვლის აუცილებლობა, პოკერ კლუბისთვის გაფართოების საუკეთესო საშუალებად იქცა. "Venetian Macau-სთან თანამშრომლობა, ჩვენთვის გაცილებით კომფორტულია. ეს კაზინო ლას ვეგასშია დაფუძნებული, ასე რომ აზიურ კაზინოებთან შედარებით, გემბლინგში მათ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან მომხმარებლის მოთხოვნები. მათი მარკეტინგი შეუდარებელია. მომავალ წელს, მათი მხრიდან, უამრავი ივენთის მხარდაჭერა იგეგმება" - განაცხადა იუმ პრესკონფერენციაზე.
გახსნის დღეს, ახალ პოკერ რუმში საქველმოქმედო თამაშიც გაიმართა, რომელშიც ფილ აივი, ჯონი ჩენი, სტენლი ჩოი, ტაკედა ცუნეაკი, რეიმონდ ჩოუ და იონგ ვაი კიმი მონაწილეობდნენ.









