2015 წლის WSOP-ის ფავორიტები
სულ რამდენიმე დღე რჩება პოკერის მთავარი მოვლენის, WSOP-ის დაწყებამდე. ჩვენი საიტი ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შესახებ.
მანამდე კი, სანამ პოკერის ციებ-ცხელება დაიწყებოდეს, ინტერნეტში და პოკერის მოყვარულთა წრეებში, უამრავი ვარაუდი კეთდება 2015 წლის პოკერის სერიებზე. ვინ მოიგებს მეინ ივენთს? ვის ელოდება წარმატება ჰოლდემში, ვის ომაჰაში ან რაზში? როგორი შანსები აქვს ამა თუ იმ მოთამაშეს და ა.შ.
WSOP-ის სამაჯურის მოგება, თუნდაც ერთის, უდიდესი მიღწევა და წარმოუდგენელი შეგრძნებაა ნებისმიერი მოთამაშისთვის. მაგრამ არსებობენ მოთამაშეები, რომლებსაც ეს შეგრძნება არაერთხელ განუცდიათ და, პოკერის სერიებზე, რეკორდებიც კი აქვთ დამყარებული სხვადასხვა მიმართულებით. სწორეთ ისინი ითვლებიან 2015 წლის პოკერის კულმინაციური მოვლენის მთავარ ფავორიტებად და სამაჯურის მოგების პრეტენდენტებად.
ფილ ჰელმუტი
კარიერული მოგება: $18,253,427
WSOP-ზე მოგება: $12,512,800
WSOP-ის საპრიზო ადგილები: 108
WSOP-ის სამაჯურები: 13
მისი სახელი, WSOP-ის ტიტულების მიხედვით, ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა, მას დღემდე ვერავინ უახლოვდება. ყველაზე მცდარი აზრი, რაც ჰელმუტის შესახებ ხალხშია გავრცელებული, არის ის, რომ მას ჰოლდემის მოთამაშედ იცნობებ. სინამდვილეში, მისი 108 საპრიზო ადგილიდან 39, სხვა სხვა თამაშებში აქვს აღებული. რა თქმა უნდა, 13 სამაჯურიდან 12 ჰოლდემში აქვს მოგებული (ერთი რაზში), მაგრამ ის 8-ჯერ შევიდა ფულში პოტ ლიმიტ ომაჰაში, ასევე 8-ჯერ ომაჰა ჰაი ლოუში, და ოთხჯერ ულიმიტო 2-7 დროუში. ჰელმუტს რეკორდი აქვს არამხოლოდ სამაჯურებში, არამედ ის ყველაზე მეტჯერ - 108-ჯერ შევიდა ფულში, 52-ჯერ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე და 10-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე.
ფილ აივი
კარიერული მოგება: $21,455,918
WSOP-ზე მოგება: $6,165,620
WSOP-ის საპრიზო ადგილები: 56
WSOP-ის სამაჯური: 10
გასულ ზაფხულს, $1500-იან 8-გეიმსის ივენთის მოგებით, ფილ აივი მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელიც 10 სამაჯურს ფლობს. აივის საუკეთესოობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ერთი კითხვა ყველას აწუხებს: კიდევ რამდენი WSOP-ის მოგებას შეძლებს ის? აივის, 10 სამაჯურიდან, ორი პოტ ლიმიტ ომაჰაში, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა თამაშის ივენთზე აქვს მოგებული. მიუხედავად მისი საოცრად წარმატებული კარიერისა, აივის არცერთი სამაჯური არ აქვს მოგებული ჰოლდემში. სიმართლე ითქვას, ჰოლდემის ივენთის ფინალური ჰედს-აპი მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც წარუმატებლად. აივის აზრით, ცხოვრების განმავლობაში, მას 30 სამაჯურის მოგება შეუძლია.
დენიელ ნეგრანუ
კარიერული მოგება: $28,449,713
WSOP-ზე მოგება: $14,641,365
WSOP-ის საპრიზო ადგილები: 78
WSOP-ის სამაჯური: 6
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩამონათვალში ნეგრანუს ყველაზე ცოტა სამაჯური აქვს მოგებული, მის წინააღმდეგ ფსონის გაკეთება, ნამდვილად შეცდომა იქნებოდა. 6 სამაჯურიდან მას 5 ჰოლდემში აქვს მოგებული, მაგრამ 78-დან 36-ჯერ, ის, ფულში სხვა თამაშებში შევიდა - მათ შორის 6-6-ჯერ ომაჰა ჰაი ლოუში და სევენ ქარდ სტადში. მაშინ როცა ჰელმუტი და აივი ერთ ივენთსაც კი არ ტოვებენ, ნეგრანუ მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულ ივენთებზეა აქცენტირებული. მისი აზრით, ყველა ივენთის თამაში, მას ღლის და გონებას უფანტავს.
ერიკ საიდელი
კარიერული მოგება: $22,982,282
WSOP-ზე მოგება: $4,973,063
WSOP-ის საპრიზო ადგილები: 88
WSOP-ის სამაჯური: 8
უკვე 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერიკ საიდელმა ბოლო სამაჯური მოიგო, მაგრამ ის მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. აპრილში, საიდელმა, EPT სუპერ ჰაიროლერი მოიგო და თავის კარიერულ მონაპოვარს კიდევ $2,250,000 დოლარი შეჰმატა. 1988 წლის შემდეგ, რაც მან თამაში დაიწყო, WSOP-ის ტურნირებზე ის ფულში 88-ჯერ შევიდა. ამ მაჩვენებლით საიდელი მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფილ ჰელმუტს ჩამორჩება. მან ფინალური მაგიდა 38-ჯერ ითამაშა, ხოლო მეორე ადგილზე 3-ჯერ გავიდა. უცნაურია, მაგრამ 2010 წლიდან, პოკერის დიდების დარბაზში შესვლის შემდეგ, მას გაცილებით მეტი - $13,786,305 დოლარი აქვს მოგებული, ვიდრე 22 წლიანი კარიერის მანძილზე.
ვანესა სელბსტი
კარიერული მოგება: $10,618,362
WSOP-ზე მოგება: $2,102,766
WSOP-ის საპრიზო ადგილები: 20
WSOP-ის სამაჯური: 3
WSOP-ის 45 წლიანი ისტორიის მანძილზე, ვანესა სელბსტი ერთადერთი ქალია, რომელიც 3 სამაჯურს ფლობს. პირველი მან 2008 წელს, ხოლო დანარჩენი 2012 და 2014 წლებში მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებულია ჰოლდემის მსოფლიო დონის მოთამაშედ, პირველი სამაჯური მან პოტ ლიმიტ ომაჰაში, ხოლო მეორე - 10-გეიმ მიქსში მოიგო. მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ WSOP-ის თითქმის ყველა ივენთზე. კითხეთ ნებისმიერ პოკერის მოყვარულს, თუნდაც დამწყებს, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ქალი მოთამაშე და ნებისმიერი გეტყვით ვანესა სელბსტის სახელს.





