ფილიპ დანა და მისი სიყვარული პოკერის მიმართ
ფილიპ დანა, ათწლეულების განმავლობაში Canal Plus-ის ყველაზე პოპულარული სახე იყო. ის უძღვებოდა ფრანგულ სატელევიზიო გადაცემას Ça Cartoon, საიდანაც ფრანგი ხალხის სიყვარული სამუდამოდ მოიპოვა. დანა, ამჟამად, Radio France-ის გადაცემის 12/13-ის წამყვანია. 2014 წელს, მან გამოსცა Les invitès de la fète (სტუმარი წვეულებაზე), წიგნი მისი მოგზაურობის შესახებ ჟურნალისტიკისა და პოკერის სამყაროში, რომელიც საფრანგეთში ბესტსელერად იქცა. გარდა ჟურნალისტური და პუბლიცისტური საქმიანობისა, ფილიპ დანა, როგორც ირკვევა, პოკერის დიდი მოყვარულია.
გთავაზობთ ინტერვიუს ფრანგ ტელევარსკვლავთან, რომელიც 'პოკერნიუსის' ფრანგული რედაქციის ჟურნალისტმა, ჟულიენ ტისომ ჩაწერა:
დავუბრუნდეთ დასაწყისს - როგორ გაეცანით პოკერს და როგორ გახდა ის თქვენი ცხოვრების ნაწილი?
მე უკვე 20 წელია ვთამაშობ. თავდაპირველად მე დრო პოკერს ვთამაშობდი. ჰოლდემი, Canal Plus-ის დირექტორმა, ჟან-ლუი კაპმა გამაცნო. დრო პოკერის სახეობები ადრე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ შემდგომში ყველამ ჰოლდემის თამაში დაიწყო. მეც სხვა გზა არ მქონდა და ვცდილობდი დროს არ ჩამოვრჩენოდი. ამის შემდეგ უკვე იყო Aviation Club de France, რომელიც პრივატულ ტურნირებს აწყობდა ცნობილი ადამიანებისთვის. აქ იკრიბებოდნენ პოპულარული მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები. მეც მომეცა საშუალება მეთამაშა ამ კლუბში, რის შანსსაც ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი და ასე გავხდი კლუბის ხშირი სტუმარი.
რა მოგწონს პოკერში გამორჩეულად?
პოკერში სოციალური და ადამიანური ფაქტორები მომწონს. სამუშაოს დღის დასრულების შემდეგ, მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ. პოკერის მაგიდა ჩვენთვის ის ადგილია, სადაც გართობა, სიცილი და საუბარი შეიძლება. ძირითადად დაბალ ლიმიტს ვთამაშობთ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შეიძლება €7 ევროთი მოგებული დავბრუნდე სახლში.
რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე თამაშის კუთხით?
ჩემ ძლიერ მხარედ, ადამიანების კითხვას ვთვლი. ვფიქრობ, თამაშის დროს საკმაო ყურადღებას ვუთმობ მათ მოძრაობებს, ქცევებს, ჟესტებს და ა.შ. რასაც საკმაოდ კარგად ვიყენებ შემდგომში. სუსტ მხარეებს რაც შეეხება, ხშირად დაღლილობის გამო კონცენტრაციას ვერ ვახდენ. ერთხელ კანის კინოფესტივალის მსვლელობის დროს, მე, ბრუნო ფიტუსი, ბრიუს ტუსანტი და კრისტოფ კარიერი, პირდაპირ ზღვის ნაპირზე ვთამაშობდით. თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მაშინ ყველა ვთვლიდით, რომ ძლიერი მოთამაშეები ვიყავით. საღამოს დასასრულს ბრუნო ფიტუსი მოგვიბრუნდა და გვითხრა, რომ საშინლად ვთამაშობდით. ასე რომ ძლიერ და სუსტ მხარეებზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა რთულია.
ონლაინ თამაშობთ?
დიახ, მე Winamax-ზე ვთამაშობ ხოლმე. ზოგჯერ პოკერ რუმი თავის სათაო ოფისში გამართულ სპეციალურ ღონისძიებებზეც მპატიჟებს, სადაც ფრანგული პოკერის ელიტა იკრიბება. თანამედროვე სამყაროში, დროის უქონლობის გამო, ზოგჯერ რთულია მოძებნო რამდენიმე მეგობარი, ვინც შენთან ერთად დაჯდება და ითამაშებს. ინტერნეტი კი ამის საშუალებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში იძლევა.
ლას ვეგასზე რას გვეტყვით?
'ცოდვების ქალაქში' ახალგაზრდობაში ვარ ნამყოფი. მე მაშინ არც კი მითამაშია. სიმართლე გითხრათ, მე არასდროს მიოცნებია ვეგასზე ან პოკერის მოთამაშის ცხოვრების სტილზე. მე არ ვთამაშობ იმიტომ რომ მოვიგო, ან ვინმეს შევეჯიბრო. თამაში, ჩემთვის, ურთიერთობისა და დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა.





