კვირის დარიგება - საიდელი ურბანოვიჩის წინააღმდეგ
მაგიდაზე ორი მილიონი ევრო დევს. რივერზე ჩექს აკეთებთ, თქვენ მხოლოდ J გყავთ. დაძაბულობა იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპონენტი დიდ ბეთს აკეთებს. სწორი გადაწყვეტილება შემდეგ დარიგებაში ბრძოლის გაგრძელებაა... მაგრამ არა ერიკ საიდელისთვის!
დარიგება, რომელიც პოკერის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა:
ერიკ საიდელი, პოკერის სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა. ის პოკერის ძველ სკოლას წარმოადგენს, თუმცა ნებისმიერ ტურნირზე და მაღალი ლიმიტის ქეშ გეიმზე, ყველასთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა 2015 წლის EPT €100.000 ჰაი როლერის მოგებით.
მის კარიერაში, უამრავ დიდ ტურნირთან ერთად აღირიცხება WSOP-ის 8 სამაჯური, პირველი ადგილი National Heads Up Poker Championship-ზე 2011 წელს, EPT-ისა და WPT-ის ტიტული და რაც ყველაზე მთავარია - კარიერული მოგება $26.605.470 დოლარის ოდენობით. იგი პოკერის დიდების დარბაზშია შესული.
საიდელი ყოველთვის გამოირჩეოდა თამაშებში განსაკუთრებული ნიჭით. პოკერთან შეხვედრამდე ის ნარდის პროფესიონალი მოთამაშე იყო. კოლეჯის მიტოვების შემდეგ, საიდელი, ქვეყნის მასშტაბით გამართულ ნარდის ყველა დიდ ტურნირზე გამოდიოდა, სანამ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა არ დაიწყო. მაშინდელ ნარდის მოყვარულთა წრეში, სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს პოკერი, განსაკუთრებით ულიმიტო ჰოლდემი.
პოკერში წარმატების მიუხედავად, საიდელს საფონდო ბირჟა არ მიუტოვებია. ეს მისი მეორე და გარანტირებული შემოსავლის წყარო იყო. მაგრამ 1987 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ის პოკერის ამარა დარჩა. კლუბში, სადაც საიდელთან ერთად, ნარდის მოთამაშეები იკრიბებოდნენ, ისეთი ადამიანეც ხვდებოდნენ, როგორიც დენ ჰარინგტონი და ჰოვარდ ლედერერია. პოკერი უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ამ ორმა ადამიანმა დიდი გავლენა იქონია მაშინდელ ნარდის პროფესიონალზე და მან 1988 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე გადაწყვიტა დარეგისტრირება. მისი პირველი დიდი ტურნირი ძალიან დიდი შედეგით დასრულდა: მან მეორე ადგილი დაიკავა და ჰედს აპი ლეგენდარულ ჯონი ჩენს დაუთმო. 1992 და 1993 წლებში კი მან ორი ოქროს სამაჯური მოიგო, რაც საიდელის ახალი კარიერის აღზევების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.





