ნეიმარი თიმ "პოკერსტარს" პროს შეუერთდა
კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გოლისა და ბარსელონასთვის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ადგილის დაზღვევიდან, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, თიმ 'პოკერსტარს' პროს სტატუსი მიიღო.
"მთელი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ფეხბურთის თამაშმა, აზარტულ ადამიანად ჩამომაყალიბა, - თქვა ნეიმარმა, - როცა სახლში ვარ მეგობრებთან ერთად, ყოველთვის პოკერს ვთამაშობ. ეს ჰობი საქმეშიც გამომადგა და ახლა, მგზავრობისას, მთელი გუნდი ვთამაშობთ ხოლმე". ნეიმარის აზრით, მისი პოკერის სამყაროში ოფიციალური შესვლა ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან პოკერსა და ფეხბურთს გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. "წარმატებული პოკერის მოთამაშის კარიერა იგივე უნარებს მოითხოვს, რასაც ფეხბურთი. იმისთვის რომ წარმატებული ფეხბურთელი იყო, აუცილებლად გჭირდება კარგი ნერვები, მოთმინება, სიმშვიდე, მიზანდასახულობა, სწორი ანალიზის უნარი და თითქმის ყველა ის თვისება, რაც პოკერის მოთამაშეს გააჩნია. მე ყველანაირი შეჯიბრი მიყვარს, ფეხბურთის მოედანზეც და პოკერის მაგიდასთანაც".
პირველი ბრაზილიელი სპორტსმენი, რომელიც Time Magazine-ის ყდაზე გამოჩნდა, გაზეთ SportsPro-ს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენი. 2014 წელს, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ყველაზე ანაზღაურებად მოთამაშეებს შორის, ნეიმარი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, წლიური $28.000.000 დოლარით.
'პოკერსტარსის' მშობელი კომპანიის, 'ამაიას' აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბააზოვის განცხადებით, ნეიმართან გაფორმებული კონტრაქტი, პოკერის მსოფლიო პოპულარიზაციისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. "ნეიმარი ახალგაზრდა და ძალიან ქარიზმატული სუპერვარსკვლავია, რომელიც აქტიურად ურთიერთობს ფანებთან სოციალური მედიის საშუალებით, არ გაურბის კამერებს და უყვარს პოკერი, - განაცხადა ბააზოვმა, - ის ფეხბურთის ქვეყნიდანაა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაშობს, მისი სახელი ყველამ იცის. 'პოკერსტარსისა' და ნეიმარის პარტნიორობა, დარწმუნებული ვარ, პოკერის სახელს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და საზოგადოების ყველა ფენაში გაიტანს".
ნეიმარს იმდენად უყვარს ეს თამაში, რომ თავის ძაღლს 'პოკერი' დაარქვა. ბრაზილიელ ფეხბურთელსა და მსოფლიოს უდიდეს პოკერ რუმს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ნეიმარი 'პოკერსტარსს', ტვიტერის 18 მილიონზე მეტ და ფეისბუქის 51 მილიონზე მეტ ფოლოუერს გააცნობს. 'პოკერსტარსზე' ის მარტო არ იქნება. ნეიმართან ერთად, პოკერ რუმის სახეები არიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - რონალდო, გრანდ სლემის 14-გზის გამარჯვებული - რაფაელ ნადალი და მინდვრის ხოკეის ოლიმპიური ჩემპიონი, ჰოლანდიელი ფატიმა მორეირა დე მელო. ბრაზილიელი 'პოკერსტარსზე' ნიკით neymar-jr ითამაშებს.ა





