ერიკ საიდელმა EPT სუპერ ჰაიროლერი მოიგო

პოკერის დიდების დარბაზში მყოფმა ერიკ საიდელმა ისევ შეძლო ამის გაკეთება. თუმცა ადამიანისგან, რომელის კარიერა აქამდე $22 მილიონ დოლარს ითვლის, მხოლოდ ტურნირებში, ეს ამბავი მოსალოდნელიც იყო. 55 წლის ამერიკელმა პროფესიონალმა 59 მონაწილეს აჯობა და ფინალურ ჰედს-აპზე 19 წლის პოლოლნელი ვარსკლავი, დიმიტრი ურბანოვიჩი დაამარცხა. მიღებული $2.250.999 დოლარით მისი კარიერული მოგება $24.063.722 დოლარამდე გაიზარდა, რითიც უკან ჩამოიტოვა ფილ აივი და დენიელ კოლმანი. საიდელს ამჟამად სატურნირო მოგებებში, $26.1 მილიონი დოლარით - ანტონფიო ესფანდიარი და $29.8 მილიონი დოლარით - დენიელ ნეგრანუ უსწრებენ. 

ტურნირის მოგებამ, დიდებასთან და ფულთან ერთად, საიდელს 'ქარდ ფლეიერის' 600 ქულაც მოუტანა, რის მიხედვითაც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ვლინდება. მან წელს არამხოლოდ EPT, არამედ $25.000 დოლარიანი ბაი ინის მქონე ჰაიროლერ ტურნირი მოიგო 'არიაში'. მიმდინარე წელს საიდელმა 5 ფინალური მაგიდა ითამაშა, აქედან ორი სუპერ ჰაიროლერი $100.000 და $250.000 დოლარიანი ტურნირები Aussie Millions-ზე. 2015 წლის მთლიანი შემოსავალი, საიდელისთვის, $3.250.266 დოლარს შეადგენს, რითიც ის წლის საუკეთესო მოთამაშეების ჩარტში მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება EPT-ის სუპერ ჰაიროლერს: 8 მოთამაშიან ფინალურ მაგიდაზე საიდელი, ჩიპების რაოდენობით, მეხუთე იყო. მას ისეთი ოპონენტები ჰყავდა, როგორებიც არიან: სკოტ სივერი, იგორ კურგანოვი და მაქს ალტერგოტი. თუმცა ამერიკელმა მოთამაშემ ამ ძლიერ ლაინ აფს გაუძლო და 94 დარიგებიანი ჰედს-აპში დიმიტრი ურბანოვიჩიც დაამარცხა. 

ფინალური ხელის დარიგებამდე, ჩიპების რაოდენობით, საიდელს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ფინალურ დარიგებაზე კი ურბანოვიჩმა K9-ით ლიმპი (300.000 ჩიპი) ითამაშა, საიდელმა კი TT-ით 900.000-მდე გაზარდა. ოპონენტის აგრესიაზე, ურბანოვიჩმა ოლ ინი ითამაშა, რაზეც საიდელი მომენტალურად დათანხმდა და Q8237 ბორდით გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. 

ფინალურ ჰედს-აპ თამაშისთვის ურბანოვიჩმა წლის მოთამაშის 500 ქულა მიიღო. ეს მისი მერვე ფინალური მაგიდა იყო 2015 წლისთვის, საიდანც ოთხი მათგანი პოლონელმა მოიგო. 

2015 წლის წლის მოთამაშის ჩარტი ასე გამოიყურება

ადგილიმოთამაშემოგებული თანხაქულები
1ერიკ საიდელი$2,250,999600
2დიმიტრი ურბანოვიჩი$1,616,027500
3მაქს ალტერგოტი$1,050,429400
4დარიო სემარტინო$792,597300
5იგორ კურგანოვი$615,534250
6ტომას მიულოკერი$477,122200
7ფედორ ჰოლცი$377,028150
8სკოტ სივერი$292,462100

 

თეგები
პოკერი EPT

რუმები

ქართული უცხოური