მილიონდოლარიანი მისკლიკი; არალეგალური თამაში; უცნაური ხელის თხოვნა
აშერ კონიფის მილიონდოლარიანი მისკლიკი
ბრუკლინელი პროფესიონალი მოთამაშე, აშერ კონიფი, დარწმუნებულია, რომ მისი $973.683 დოლარიანი მოგების მიზეზი მისკლიკი გახდა. კონიფმა, რომელიც we're not kidding ნიკით თამაშობს, შეცდომით დააჭირა ტურნირზე სარეგისტრაციო ღილაკს, რომელიც WPT ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატის $1000 დოლარიანი სატელიტი აღმოჩნდა. თუმცა მან არამხოლოდ სატელიტი მოიგო, რითიც მეინ ივენთზე ადგილი მოიპოვა, არამედ ძირითადი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
გარდა ტურნირისა მან ძალიან რთულ ფინალურ მაგიდაზე ითამაშა, სადაც ისეთ მოთამაშეებს შორის მოიპოვა გამარჯვება, როგორებიც არიან: WSOP მეინ ივენთისა და WPT მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, კარლოს მორტენსენი და WPT კომენტატორი ტონი დანსტი. "რაც ბოლო დღეებში ხდება, სრული სიგიჟეა! მე საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი აქ. რომელიმე საკვირაო ტურნირის თამაშს ვაპირებდი და WPT-ის სატელიტის რეგისტრაცია სრულიად შემთხვევით მოვნიშნე. მე ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც აქამდე მოსასვლელად იყო საჭირო და მე ახლა აქ ვარ. ეს დაუჯერებელია!" - განაცხადა გამარჯვების შემდეგ კონიფმა. მოთამაშისთვის გაზაფხული მართლაც წარმატებული აღმოჩნდა: აპრილში, WPT-ის მოგებამდე მან Borgata Spring Poker Open მოიგო $203.231 დოლარით პირველ ადგილზე.
ბრაიან მიკონს 10 წლიანი ციხე ემუქრება
ლას ვეგასის სახლში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ, ბრაიან მიკონს ანტიგუაში გადასვლა მოუწია. ამ კვირაში კი შტატის გენერალური პროკურატურის მიერ მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ბრაიან მიკონი, ბიტკოინის პოკერ რუმის SealsWithClubs-ის თვითგამოცხადებული მფლობელია, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დახურეს. ადგილსამყოფელის შეცვლის შემდეგ კი მიკონმა ძველ პოკერ რუმის შემცვლელი შექმნა - SWCPoker. თუმცა მისი ახალი წამოწყება სავარაუდოდ შეჩერდება, რამდენადაც მან ცხოვრებისეული პრობლემებისგან უნდა დაიძვრინოს თავი. მას ბრალად ედება არალიცენზირებული ინტერაქტიული სათამაშო სისტემის შექმნა, რისთვისაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და $50.000 დოლარიანი ჯარიმა ემუქრება. ბრაიან მიკონმა უკვე დაიწყო სასამართლო პროცესის წარმოებისთვის საჭირო თანხების მობილიზება და შექმნა ფონდი gofundme.com სადაც ის $100.000 დოლარის შეგროვებას აპირებს.
უცნაური ხელის თხოვნა
რუსმა პოკერის მოყვარულმა, მეგობარი გოგოსთვის ხელის თხოვნის ძალიან უცნაური სცენარი მოიფიქრა. სიუჟეტი ასეთია: მეგობრებთან ერთად, სახლში პოკერის თამაშისას, ოთახში პოლიცია იჭრება, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მთელი ეს სპეცოპერაცია დადგმული სპექტაკლია. მთავარი გმირი მუხლებზე დგება და თავის შეყვარებულს ხელს სთხოვს.





