PokerStars და FullTiltPoker ნეპალში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას აპირებს
შაბათს, 25 აპრილს, ნეპალში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა, რომელიც რიხშტერის შკალით 7.8 ბალს აღწევდა. ქვეყნის უმეტესი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, ხოლო 10.000 ადამიანზე მეტი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება.
ნეპალის გარშემო მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, რათა უსწრაფესად მოხდეს ფინანსებისა და ძალების მობილიზება და ქვეყანას დროულად მიეწოდოს სამედიცინო და სხვა სახის დახმარება. სხვა მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებს, ‘პოკერსტარსი’ და ‘ფულტილტიც’ შეუერთდნენ. ისინი პოკერის სამყაროს თხოვენ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო ინიციატივაში, რომელიც 28 აპრილს დაანონსდა ‘პოკერსტარსის’ ბლოგზე. „ამჟამად ნეპალს ყველასგან ესაჭიროება დახმარება, - განაცხადა Corporate Giving-ის ხელმძღვანელმა, სიუ ჰემეტმა, - პოკერსტარსის, ფულტილტისა და ამაიას სახელით, Helping Hands, ყველა მოთამაშეს მოუწოდებს, გამოიჩინოს თანადგომა სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მოსახლეობის მიმართ! ჩვენ გავაორმაგებთ თქვენ მიერ გაცემულ თანხას. გადარიცხავთ $1 დოლარს? ჩვენ ვაქცევთ მას $2 დოლარად. გადარიცხავთ $50 დოლარს? ჩვენ გავაორმაგებთ თანხას. ზუსტად ამ დროს, ამ წამებში, ნეპალში ათიათასობით ადამიანი მუშაობს, რათა რამდენიმე სიცოცხლე მაინც გადაარჩინონ“.
26 მილიონიანი მოსახლეობით, $2.400 დოლარით მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი მოსახლეობის 24%-ზე მეტით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ნეპალი ნამდვილად ნებისმიერი ადამიანისგან საჭიროებს დახმარებას.
„შეერთებული შტატების მთავრობამ $1 მილიონი დოლარი გადარიცხა ნეპალის დასახმარებლად, ბრიტანეთმა - £5 მილიონი ფუნტი, ავსტრალიამ - $5 მილიონი დოლარი, ევროკომისიამ - €3 მილიონი ევრო, - განაგრძო ჰემეტმა, - ჩემი აზრით, პოკერის საზოგადოებას ნამდვილად შეუძლია აჩვენოს მსოფლიოს მისი შესაძლებლობა და კეთილი ნება. ჩვენ გავაორმაგებთ თქვენს გაცემულ თანხას. მხოლოდ $5 დოლარი არის საკმარისი ოჯახის დღიური გამოკვებისთვის. ასე რომ გააკეთეთ ეს ახლავე!“
მოთამაშეებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ ქველმოქმედების განხორციელება ‘ფულ ტილტისა’ და ‘პოკერსტარსის’ რუმების დახმარებით, რომლებზეც შეგიძლიათ სპეციალური პოპ-აპ ფანჯრით ისარგებლოთ და თქვენთვის სასურველი თანხა გადარიცხოთ.





