მიშელ კოენი: როგორ შეცვალა პოკერი ინტერნეტმა

გარდა იმისა, რომ იგი საფრანგეთში ყველაზე პოპულარული ესთეტიური მედიცინის ცენტრის მფლობელია, მიშელ კოენი ცნობილი ფიგურაა ფრანგული პოკერის სამყაროსთვის. ის იყო Aviation Club De France-ის (ACF), ლეგენდარული ფრანგული ლაივ პოკერ რუმის, რეგულარული მოთამაშე. თუმცა ფრანგულმა პოლიციამ, სასამართლოს გაფაწყვეტილების საფუძველზე, კლუბი დახურა. 
    კოენის პირველი სატურნირო მოგება 1996 წლით თარიღდება. მის ყველაზე დიდ სატურნირო მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ 2015 წლის დოვილში ჩატარებული EPT-ის მეინ ივენთზე აღებული მეშვიდე ადგილი და  €85,530.
    EPT Grand Final-ზე გამგზავრების წინ, რომელიც 28 აპრილიდან 8 მაისამდე გაიმართება, კეონმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ თუ რა ცვლილებები განიცადა თამაშმა უკანასკნელ წლებში, ACF-ში თამაშის წლებზე და პოკერ რუმის შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ჭორებზე. 

მოდით დავიწყოთ იმ პერიოდით, როცა თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამდით თამაშში. არის თუ არა დღევანდელი პოკერი განსხვავებული იმისგან, რასაც 1990-იან წლებში თამაშობდით?
თამაში ძალიან შეიცვალა. ძველ დროში, Aviation Club de France სავსე იყო ბაბუებით, რომლებიც მკაცრად იცავდნენ დაუწერელ კანონებს და მხოლოდ პრემიუმ ხელებს თამაშობდნენ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა კაზინოში ონლაინ გრაინდერებმა დაიწყეს სიარული. მათი ჰენდ რეინჯი გაცილებით ფართო იყო. ისინი მარგინალურ ხელებს თავისუფლად თამაშობდნენ. ინტერნეტი აღმოჩნდა პოკერის რევოლუციის აკვანი, რომელმაც თამაში სულ სხვა დონეზე აიყვანა. ასეთი ცვლილებების შემდეგ შენ ორი არჩევანი გრჩებოდა: მოგეხდინა ადაპტირება და გესწავლა ახლებურად თამაში, ან საერთოდ გამქრალიყავი პოკერიდან. ჩემდა საბედნიეროდ მე ეს შევძელი. ჩემს უპირატესობად სწორედ იმას მივიჩნევ, რომ შემიძლია მოწინააღმდეგეს მრავალფეროვანი თამაში ვაჩვენო და მუდმივად მოვერგო კონკრეტულ სიტუაციებს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ბევრი პოკერ რუმი დაიხურა. მე ლაივ თამაშების მოყვარული ვარ. ამიტომ მიწევს ხშირი მოგზაურობა ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რათა ჩემთვის სასურველ ივენთს დავესწრო. 
ბოლო EPT-ის განმავლობაში, რომელიც დოვილში ჩატარდა, თქვენ დამაჯერებლად მიიწევდითი წინ, მაგრამ მეშვიდე ადგილზე დაასრულეთ თამაში. ხომ არ ნანობთ დაშვებული შეცდომების გამო?
მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე ადგილები არ დამიკავებია, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშე, ჩემი ანალიზი ყოველთვის სწორი იყო. ასე რომ, სინანულის ნაცვლად, მე კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. 
თქვენ სატურნირო მოთამაშედ ხართ ცნობილი. ბოლო დროს საკმაოდ კარგ რეზულტატებს აჩვენებთ სხვადასხვა ივენთებზე. დოვილში და მალტაში ჩატარებული EPT-ის წარმატებების გარდა, თქვენ მეოთხე ადგილი აიღეთ პარიზში გამართულ ნაციონალურ WPT-ზე. როგორ განიხილავთ ასეთ მიღწევებს?
მე საკმაოდ აზარტული ადამიანი ვარ. აზარტთან ერთად ძალიან მიყვარს შეჯიბრი და პოკერი ამ ორივე შეგრძნების განცდის საშუალებას მაძლევს. მე საკმაოდ კარგად ვთამაშობდი ACF-ში, რომელიც ჩემთვის დიდი სკოლა აღმოჩნდა. იქ საკმაოდ მაღალი დონე იყო. ACF-ის სხვა რეგულარული მოთამაშეებიც ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ უმართლებთ. საავიაციო კლუბში გატარებულმა წლებმა ჩემი თამაშის დონე საკმაოდ აამაღლა. სულ ვცდილობ მაქსიმალურად ღრმა და სწორი ანალიზი გავუკეთო მოვლენებს, რაც უშედეგოდ არ მტოვებს და ჩემს კარიერაზე აისახება. 
თქვენ აღნიშნეთ ACF-ის წვლილი, რომელმაც ხელი შეგიწყოთ წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში. რას ფიქრობთ ამ და სხვა მსგავსი კლუბების დახურვის შესახებ, რაც პოლიტიკოსების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა?
ვთვლი, რომ რაც მოხდა - აღმაშფოთებელია. ACF გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოვაჩინე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კლუბი, სადაც ნებისმიერი ნაციის, რასის, რელიგიის და მსოფლმხედველობის ადამიანი მისაღები იყო. ეს იყო საოცარი ადგილი, სადაც ყველას შეეძლო მისგან განსხვავებულ საზოგადოებასთან ურთიერთობა. აქ გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ეს დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის და ნებისმიერი პოკერის მოყვარულისთვის. 
რას იტყვით პოკერის ონლაინ მხარეზე? თამაშობთ ინტერნეტში?
მე უკვე მრავალი წელია ვთამაშობ პოკერს და ბევრ სხვადასხვა გარემოში მითამაშია. სიმართლე გითხრათ, ონლაინ თამაშისას, დაახლოებით 2 საათში ისე მბეზრდება ყველაფერი, რომ უბრალოდ ოლ ინს ვაკეთებ. ჩემთვის პოკერი სოციალური თამაშია, რომლის უდიდესი შემადგენელი ფაქტორი სწორედ ადამიანებს შორის ურთიერთობაა. ამიტომაც მონიტორთან მარტო ჯდომა და ღილაკებზე თითების დაჭერა, ჩემთვის მოსაბეზრებელია. 
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ პარიზში კაზინოს გახსნას აპირებენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ეჭვიც არ მეპარება, რომ კაზინო გაცილებით უკეთესად მოახერხებდა იმ ფულის კონტროლს, რომელიც ამჟამად პოკერში მოძრაობს. დედაქალაქში კაზინოს არსებობას ის უპირატესობა ექნებოდა, რომ ქვეყანას შეეძლებოდა მრავალი საერთაშორისო ხასიათის ტურნირის ჩატარება, რაც უამრავ ადამიანს მოიზიდავდა სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა ისეთი პოპულარობის მიღწევას, როგორიც ACF-ს ჰქონდა, პირველი პერიოდისთვის რთული იქნება. 

რუმები

ქართული უცხოური