ფილ აივი მარიხუანას ბიზნესში ერთვება

ფილ აივი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სკანდალში გაეხვა, კვლავ ყურადღების ქვეშ მოექცა. 2012 წელს მან მოიგო 12.400.000 დოლარი Crockford Casino-ში და 9.600.000 დოლარი Borgata Hotel-ში, ორივე შემთხვევაში ის ბაკარას თამაშობდა. ორივე კაზინომ მაშინვე შეიტანა სარჩელი აივის წინააღმდეგ და პირველმა მათგანმა მოიგო კიდეც საქმე, ხოლო მეორე პროცესი დღემდე გრძელდება. 
    კაზინოები ფილ აივის ბრალს სდებენ თაღლითობაში. კერძოდ ის იყენებდა ე.წ. "edge sorting"-ის, რომელიც გულისხმობს ბანქოს უკანა მხარეზე დაკვირვებას და შესაბამისად ბანქოს ამოცნობას. აივი არ უარყოფდა, რომ ამ მეთოდს იყენებდა, თუმცა იგი თაღლითობის ნაცვლად ასეთი მეთოდის გამოყენებას ცოდნასა და ნიჭს მიაწერს. "მე ვთხოვე დილერს ეთამაშა ჩემ წინააღმდეგ კონკრეტული ბანქოთი, რაზეც კაზინოს ადმინისტრაცია დამთანხმდა. ისინი აყენებენ სათამაშო პირობებს, რომელზეც მოთამაშე თანახმაა და ისინი ასევე ითვალისწინებენ მოთამაშის მოთხოვნებს. ასე რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. მათ წინასწარ უნდა ეთქვათ უარი, თუ არ იყვნენ თანახმანი ჩემ მიერ შეთავაზებულ პირობებზე", - აცხადებს აივი. მას ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ დაუჭირა მხარი, მათ შორის დოილ ბრანსონმა და ტომ დუანმა. 
    ამჯერად ფილ აივი სულ სხვა მიზეზით მოხვდა ყურადღების ცენტრში. როგორც ირკვევა WSOP-ის ათგზის გამარჯვებული იმ 26 ადამიანს შორის მოხვდა, რომელთაც ლას ვეგასის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით სამედიცინო მარიხუანას დისტრიბუციის უფლება მიეცათ. 
    ამერიკის მოქალაქეები სულ უფრო მეტად ტოლერანტულები ხდებიან მარიხუანას მიმართ. კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში ამჟამად მარიხუანა ლეგალურია, ხოლო ათეულობით სხვა შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ნიუ იორკსა და მასაჩუსეტში - დეკრიმინალიზებული. ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ლეგალიზება და კომერციული მიმართულებით გააქტიურება, მარიხუანას მიმართ ყურადღებას შეასუსტებს, რაც ხელს შეუშლის მომხმარებელთა ზრდას. 
    საინტერესოა რამდენად ღრმად ჩაეფლობა ფილ აივი ახალ ბიზნესში. ის ხშირად ამტკიცებს, რომ ადგილი არ ჰქონდა თაღლითობას ბაკარას თამაშისას, რადგან შეინარჩუნოს იმიჯი, ხოლო ამჯერად ის კვლავ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს მის რეპუტაციას. ამ ამბავმა დიდი ხმაური გამოიწვია მოთამაშეთა საზოგადოებაში. 
    ფილ აივი ბიზნესმენია, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შანსების გაანალიზებაში. შეიძლება მისი გადადგმული ნაბიჯი მილიონების მომტანიც იყოს, განსაკუთრებით საზოგადოების მენტალობის ლიბერალიზაციისა და მარიხუანას მიმართ უფრო და უფრო ლოიალური დამოკიდებულების ფონზე. 

რუმები

ქართული უცხოური