WPT უკვე საქართველოშია!

ძალიან პრესტიჟული ტურნირების სერია World Poker Tour (WPT) და Europe-Bet.com თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად საქართველოში WPT ბრენდის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა Europe-Bet.com-სრაც ნამდვილად ძალიან სასიხარულო ფაქტია, რადგან WPT ტურნირების სერია ყველაზე პოპულარული ტურნირების სერიაა  WSOP-ის შემდეგ. პირველი ღონისძიება WPT National Georgia ჩატარდება ამა წლის 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით Europe-Bet.com-ის პოკერ კლუბში. 

"Ourgame-თან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, ეს ახალი შეთანხმება ზრდის WPT-ს საღვრებს ისე როგორც არასდროს. Europe-Bet.com მიისწრაფვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოკერის დონის ამაღლებისკენ. ხანგძლივი მუშაობის შემდეგ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება გავზარდოთ WPT-ს საზღვრები ევროპაში. ჩვენი პარტნიორობის დაწყებას აღვნიშნავთ WPT National Georgia ტურნირით, რომელიც გაიმართება ივნისში, შთამბეჭდავ Europe-Bet.com-ის პოკერ კლუბში" განაცხადა WPT-ს პრეზიდენტმა ადამ პლისკამ.

დაგეგმილი სამი ღონისძიებიდან პირველი ტურნირი, Europe-Bet WPT National Georgia, გაიმართება Europe-Bet.com-ის პოკერ კლუბში 4 დან 7 ივნისამდე.$1,100 ბაი ინით და $200,000 გარანტირებული საპრიზო ფონდით. მთავარ ტურნირზე მოსახვედრი სატელიტური ტურნირები უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობა უფასოდაც შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაჰყევით ბმულს.

შემდეგ 2015 წლის ნოემბერში WPT კვლავ დაბრუნდება საქართველოში WPT Champions Cup ტურნირით ხოლო ერთი თვის შემდეგ ჩაატარებს მეორე ნაციონალურ ტურს უკვე დეკემბერში!

მსგავსი დონის ტურნირების სერია არასდროს არ ჩატარებულა საქართველოში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ის საწყისი წერტილი, რომლის შემდეგაც ხარისხობრივად გაიზრდება ქართული პოკერის დონე.

თეგები
WPT Europe-Bet

რუმები

ქართული უცხოური