WSOP 2010: დღეს ფინალური მაგიდა იწყება.

110 დღიანი ლოდინის შემდეგ, შაბათს WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდა დაიწყება. ვინ მონაწილეობს? ვის აქვს მეტი შანსი? გაეცანით ინფორმაციას ნოემბრის 9 მოთამაშესა და ფინალურ მაგიდაზე.

რამდენიმე საათში დაიწყება წლის ყველაზე დიდი ტურნირის ფინალური მაგიდა, რომელსაც WSOP No-Limit Hold'em Championship ქვია ხოლო უფრო ცნობილი WSOP Main Event-ის სახელითაა.

მაშ ასე ხომ არ დაგავიწყდათ ვინ უნდა ითამაშოს ფინალურ მაგიდაზე? შეიძლება გახსოვთ მაიკლ მიზრაკი? ლეგენდარული მოთამაშე, რომელმაც წლევანდელი WSOP, Player's Championship-ის მოგებით დაიწყო, რის გამოც 1,7 მილიონით დასაჩუქრდა. შემდეგ ის რამდენიმე ტურნირის ფინალურ მაგიდაზეც მოხვდა, მათ შორის წლევანდელ Main Event-ის საფინალო მაგიდაზეც.

ვინ არის ფავორიტი?

მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ცხრიდან მაიკლ მიზრაკის ყველაზე შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს, მისი პატარა სტეკის გამო რომელიც 30bb-ზე ნაკლებია, არ გვაძლევს უფლებას ის ერთპიროვნულ ფავორიტად მივიჩნიოთ. ბუკმეკერების უმეტესობა მიზრაკის მოგებას 7,5:1-თან ფარდობით აფასებს.

მეორეს მხირვ მოთამაშე რომელსაც ყველაზე მეტი ჩიპი აქვს, ანუ ჯონათან დიუმელიც არ არის ადვილად დასამარცხებელი თევზი. მას არ აქვს დიდი საჩემპიონო ტიტულები, მაგრამ მისი დამაჯერებელი გამოსვლებით WSOP-სა და EPT-ზე, ცხადად ჩანს რომ ის თავის დიდ სტეკს ასე ადვილად არ დათმობს.

მეთ ეფლეკის ისტორია

პოკერის სამყარო ფინალური მაგიდის და იმის მოლოდშია, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მაგრამ ამის მიუხედავად არ შეიძლება არ გავიხსენოთ მეთ ეფლეკი და მისი წარუმატებლობა, რომელიც ასევე კავშირშია დიუმელის დიდ სტეკტთან. მეთ ეფლეკმა ყურადღება ჯერ კიდევ Main Event 2009-ის დროს მიიპყრო. ის ჩიპ ლიდერი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გახლდათ. მაგრამ ტურნირის მეექვსე დღეს ბლეფით წააგო გადამწყვეტ დარიგებაში და 81-ე ადგილს და $68.979-ს დასჯერდა.

წელსაც მსგავსი ისტორია განმეორდა, ეფლეკი ყოველდღიურად აგროვებდა სტეკს და უკვე ძალიან ახლოს იყო ნოემბრის ცხრასთან, მანამ სანამ ტურნირის მერვე დღეს ცნობილი ორი ტუზი არ დაურიგეს. ეს იყო თამაშის ბოლო დღე ივლისში და ბოლო დარიგება ეფლეკისთვის წლევანდელ Main Event-ზე. ის მეხუთე ადგილზე იყო ჩიპების რაოდენობით და 20 მილიონზე ცოტა მეტი ჰქონდა. მას მხოლოდ ჯონათან დიუმელი და რამდენიმე მოთამაშე უსწრებდა, სწორედ დიუმელმა ითამაშა ბოროტი პერსონაჟის როლი ამ დარიგებაში.

ორივე მოთამაშემ პრეფლოპზე აგრესია გამოავლინეს, დიუმელმა კატ ოფიდან გაზარდა, აფლეკმა 3 ბეთი გამოაცხადა ბათონიდან, დიუმელმა კი 4 ბეთით უპასუხა და 3.925.000 ჩიპი გასწია მაგიდის ცენტრისკენ. ეფლეკმა ქოლი გააკეთა რის შემდეგაც ბანკი დაახლოებით 8 მილიონამდე გაიზარდა. ფლოპზე 1097 ამოვიდა დიუმელმა ჩექი გააკეთა, ეფლეკმა კი 5 მილიონი დადო. დიუმელმა ქოლი გააკეთა და ორივე მოთამაშემ დაინახეს Q თერნზე. დიუმელმა კვლავ ჩექი გააკეთა, აფლეკს კი 11 მილიონ ჩიპზე ოდნავ მეტი ქონდა დარჩენილი, ბანკში კი 18 მილიონი იყო. მას აღარ ქონდა ოლ ინის გარდა სხვა არჩევანი რაც გააკეთა კიდეც.

დიუმელმა გაასწორა ოპონენტის ფსონი და მოწინააღმდეგეს ჯიბის ვალეტები აჩვენა, ანუ წყვილი და ორმხრივი სტრეიტ-დრო, მიუხედავად ამისა ის აუტსაიდერი იყო ეფლეკის ტუზებთან სამით ერთთან. მას ჭირდებოდა პაპა ან რვიანი და ასევე 2 დარჩენილი ვალეტიდან ერთ-ერთი. მაყურებლებიც კი მაგიდასთან ახლოს მივიდნენ რათა გაეგოთ ვის დარჩებოდა ჩიპების ამდენი გროვა და ენახათ რივერის კარტი. რივერზე კი 8 ამოვიდა რამაც WSOP 2010-ზე მეტ ეფლეკის ბედი გადაწყვიტა.

მან სახე კეპით დაიფარა ადგა და ჩუმად დატოვა Amazon Room-ი. სადაც მან უკანასკნელად ითამაშა WSOP 2010-ზე, რომელშიც XV ადგილი დაიკავა და პრიზად $500 000 შეხვდა.

ნოემბრის დანარჩენი პრეტენდენტები

მაგრამ ფინალურ მაგიდაზე მიზრაკის და დიუმეილს გარდა კიდევ 7 მოთამაშე ზის. მაგალითად ავიღოთ ჯონ რეისნერი Full Tilt Poker-ის Red Pro-მ ფლორიდიდან უკვე მოიპოვა სახელოვანი გამარჯვებები, როგორც ონლაინში ისევე ცოცხალ თამაშში.

ფინალურ მაგიდაზე ასევე ითამაშებს ჯოზეფ ჩეონგი, რომელმაც Highroller Turbo Donkfest-ზე მეორე ადგილი დაიკავა და $250.000 ით დასაჩუქრდა.

მასთან ახლოს დაჯდება ჯონ დოლანი, რომელსაც ფინალურ მაგიდაზე სიდიდით მეორე სტეკი ექნება. მაგრამ მისდა სამწწუხაროდ ჩიპ ლიდერი ჯონათან დიუმელი მის ხელმარცხნივ იჯდება რაც მას საქმეს გაურთულებს, დოლანმა თავისი სტეკის უმეტესი ნაწილი ფინალური მაგიდის ბაბლში (1 ან 2 კაცი როდესაც რჩება საპრიზომდე) მოიპოვა. როდესაც შოუდაუნის გარეშე პოზიციის ხარჯზე მოიპოვა 20 მილიონამდე სტეკი. დოლანი ფინალურ მაგიდამდე მივიდა $1.000 No-Limit Fishtanks ტურნირში სადაც მეექვსე ადგილზე გავიდა, ასე რომ მან იცის რას ნიშნავს ფინალურ მაგიდაზე თამაში.

დაუსრულებლად შეიძლება მოთამაშეებზე საუბრის გაგრძელება, მაგრამ ფაქტი ერთია. ამ ფინალურ მაგიდაზე არც აშკარა ფავორიტები სხედან და არც აუტსაიდერები. ჩვენ მხოლოდ მათი სტეკების შეფასება შეგვიძლია. მეტიც, მათ შორის ერთადერთმა მოყვარულმა სოი ნგიენმაც განაცხადა საკუთარ თავზე და 2010 Legends of Poker Main Even-ზე საპრიზოში შევიდა. ცხადია ჯეისონ სენტის თავისი შორტ სტეკით გაუჭირდება, ისევე როგორც სოი ნგიენს რომლის სტეკიც 19 bb-ა, მაგრამ სად შეიძლება ახდეს ყველაზე ამბიციური ოცნებები თუ არა Main Event-ზე?

 

რუმები

ქართული უცხოური