ალექს ფოქსენმა ალი იმსიროვიჩი თაღლითობაში დაადანაშაულა

ალი იმსიროვიჩი თანამედროვე ჰაი როლერ პოკერის ერთ-ერთი დიდი სახელია. ბოსნიელი მოთამაშე უამრავ დიდ ტურნირს იგებს და საგაზეთო სტატიების ჰედლაინერი ხშირად ხდება. ალექს ფოქსენის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა, იმსიროვიჩის კარიერა არათუ ჩრდილში მოაქციოს, არამედ - სერიოზული ზიანიც მიაყენოს. ფოქსენი მას ონლაინ და ოფლაინ თაღლითობაში ადანაშაულებს. 

"ალი იმსიროვიჩი GGPoker-ის პლატფორმამ მულტიექაუნთინგის და ანალიტიკური პროგრამების გამოყენების გამო დაბლოკა, - წერს ტვიტერზე ალექს ფოქსენი, - არაერთხელ შევესწარი მაგიდაზე სხვა მოთამაშეების მიერ მისთვის ჩიპების მიცემას (chip dumping). იმსიროვიჩი საეჭვოდ იცვლის თამაშის ხაზს ტურნირის გარკვეულ ეტაპებზე."

თავად ალექს ფოქსენი წარსულში დადანაშაულებული იყო მულტიექაუნთინგში, თავის მეუღლე - კრისტენ ბიკნელთან ერთად. ამჯერად, მისი ბრალდებები ბოსნიელი მოთამაშის მიმართ საკმაოდ სერიოზული ჩანს: "იმსიროვიჩი ყველასთვის ჩითერად და თაღლითადაა ცნობილი, მაგრამ ამ ფაქტზე ყველა სიჩუმეს ინარჩუნებს. ამ დარიგების შემდეგ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს!" 

ფოქსენი Super High Roller Bowl-ის ერთ-ერთ დარიგებაზე მიუთითებს, როცა იმსიროვიჩმა პოლ ფუასთვის დარიგებულ კარტში ჩაიხედა. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში იმსიროვიჩი თვალს აპარებს ფუას კარტისკენ, როცა ეს უკანასკნელი მისთვის დარიგებულ ხელს ამოწმებს. პოკერში მსგავსი საქციელი მიუღებლად ითვლება. მას 'rubbernecking'-ს ეძახიან (რეზინის კისერი) და ოპონენტის ხელზე ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მოპოვების მცდელობას აღნიშნავს. 

ასეთი ბრალდების შემდეგ, ალი იმსიროვიჩი, პირველად მის სათამაშო კარიერაში, სათამაშო მაგიდასთან სათვალით გამოჩნდა. მსგავსი ქმედება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ მას მართლაც აქვს მცდელობები მოწინააღმდეგის ხელზე ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად მიიღოს. ფოქსენის ბრალდებებს რამდენიმე ცნობილმა მოთამაშემაც დაუჭირა მხარი, მათ შორის - მეტ ბერკიმ. 

რუმები

ქართული უცხოური