ლეგენდარული მოჭადრაკე, მაგნუს კარლსენი ნორვეგიის პოკერის ჩემპიონატზე გამოჩნდა

გასულ კვირას, მაგნუს კარლსენმა ჭადრაკის დაფის 64 შავ-თეთრი კვადრატის პოკერის მაგიდაში გაცვლა სცადა. ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნორვეგიის პოკერის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც 25-ე ადგილი დაიკავა. ნორვეგიაში არსებული შეზღუდვების გამო, ტურნირი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა. ტურნირის ბაი-ინი სულ რაღაც €880 ევროს შეადგენდა და 25-ე ადგილისთვის კარლსენმა €5.000 ევრო მიიღო. თუ მის მრავალმილიონიან კარიერას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ნორვეგიელის მიზანი ფულის მოგება არ ყოფილა. 

კარსლენი ამჟამად 31 წლისაა. მისი თავბრუდამხვევი კარიერა 2004 წელს, რეიკიავიკში დაიწყო, როცა 13 წლის ასაკში გარი კასპაროვთან ფრე ითამაშა. ექსპერტების აზრით, კასპაროვს გაუმართლა კიდეც, რომ მოწინააღმდეგესთან ფრეზე შეთანხმდა. რა თქმა უნდა, მეორე თამაში კასპაროვის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს, კარსლენმა ვიში ანანდი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან კიდევ 4-ჯერ მოიპოვა. 

ნორვეგიული პოკერის ჩემპიონატს კიდევ ერთი ცნობილი მოჭადრაკე, ლოურენს ტრენტი ესწრებოდა. როგორც ტრენტმა ტვიტერზე დაწერა, თუ კარსლენი მოინდომებდა, ის მსოფლიო დონის პოკერის თამაშსაც შეძლებდა: "... მაგრამ ფრთხილად იყავით, როცა მას 62o უჭირავს. ამ დროს, ის 5 ბეთსაც აკეთებს". 

როგორც წესი, პოკერში მოთამაშეები სხვა სამაგიდო თამაშებიდან აქტიურად ერთვებიან: ლეგენდარული გას ჰენსენი ნარდის პროფესიონალი მოთამაშეა, ხოლო Full Tilt Poker-ის დამფუძნებელი და პოკერის სამყაროს ერთ-ერთი ანტიგმირი, ჰოვარდ ლედერერი - მოჭადრაკე. 

რუმები

ქართული უცხოური