Triton High Roller-ზე ფილ აივიმ $1.170.000 დოლარი მოიგო

უკანასკნელ წლებში, ფილ აივის სახელი მაკაუში გამართულ ქეშ-გეიმებს უკავშირდება. თუ აივი დასავლურ სცენაზე გამოჩნდებოდა, ის კვლავაც ქეშ-გეიმებში იყო ჩართული. როგორც იქნა, აივიმ პოკერის ტურნირზე გაიბრწყინა. ლეგენდარულმა მოთამაშემ $75.000-იან Triton High Roller-ზე ვარსკვლავური ლაინ-აფი დაამარცხა და $1.170.000 დოლარი მოიგო.

ტურნირის 51 მონაწილეს შორის სტივენ ჩედვიკი, ალი იმსიროვიჩი, სემ გრინვუდი, პოლ ფუა, 'ტრიტონის' ამბასადორი - ჯეისონ კუნი და ასევე 'ტრიტონის' დამფუძნებელი - რიჩარდ იონგი შედიოდნენ. $3.706.500 დოლარიანი საპრიზო ფონდი 7 მოთამაშემ გაინაწილა, რომელთა შორის დენიელ ქეითსი, რიჩარდ იონგის შვილი და სხვა ცნობილი მოთამაშეები ვერ მოხვდნენ. 

ტურნირის 'ბაბლ ბოი' სწორედ რიჩარდ იონგის შვილი, ვაი კინ იონგი იყო, რომელიც თამაშს ფილ აივიმ გამოთიშა. მომავალმა გამარჯვებულმა იმსხვერპლა ასევე ჯეისონ კუნიც, რომელმაც მე-6 პოზიციისთვის $315.000 დოლარი მიიღო. 

ფინალური ჰედს-აპი აივისა და ვაი კიატ ლის შორის გაიმართა. რა თქმა უნდა, ორივე მათგანის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული შორთ დექ პოკერთან. ტურნირის ფორმატიც სწორედ შორთ დექი იყო - ტეხასური ჰოლდემის სახეობა, რომლის ბანქოს დასტიდანაც 2, 3, 4, 5 კარტებია ამოღებული. 

მილიონ დოლარზე მეტის მოგების შემდეგ, აივის სახელი შემდეგ $75.000 შორთ დექ ტურნირის ლაინ-აფშიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სატურნირო სერიაზე ივენთი 4 არ არსებობს. 4 ჩინურ ტრადიციაში ყველაზე უიღბლო რიცხვად ითვლება და სიკვდილთანაც კი ასოცირდება. 

რუმები

ქართული უცხოური