ტაილანდში, არალეგალური კაზინოებიდან $15 მილიონი დოლარი ამოიღეს
ტაილანდში, ქალაქ პატაიაში, უკანონოდ მოქმედი კაზინოს რეიდისას, პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინად. საერთო ჯამში, სამართალდამცავებმა $15 მილიონი დოლარის ღირებულების სათამაშო ჩიპები და ნაღდი ფული ამოიღეს.
საპოლიციო ღონისძიება ქალაქ პატაიაში, სასტუმრო Le Vernissage-ში ჩატარდა. სამართალდამცველებმა არამხოლოდ არალეგალურ თამაშში ჩართული ადამიანები დააკავეს, არამედ სასტუმროს უსაფრთხოების კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა ამოიღეს, რამაც ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაამყარა.
საქმე იმაშია, რომ ტაილანდში აზარტული თამაშები რეგულირებული არ არის. ქვეყნის კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის აზარტული თამაში არალეგალურად ითვლება. ადგილობრივ სასტუმროებსა და გართობის სექტორის წარმომადგენლებს კი ხშირად უწევთ მდიდარი ჩინელი ტურისტების ინტერესების გათვალისწინება და სამაგიდო თამაშების შეთავაზება. ტაილანდის მსგავსად, კაზინოს თამაშები ჩინეთშიც იკრძალება. ტაილანდის პრემიერ მინისტრმა, გასულ წელს, სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც აზარტული თამაშების კანონის ჩარჩოში მოქცევაზე მუშაობს. რეგიონში აზარტული ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება. მიუხედავად აკრძალვებისა, ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემაც თავისი მრავალწლიანი პოზიცია შეიცვალა და COVID-19-ით დაზიანებული ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორება ახალი ბიზნეს სექტორის შექმნით გადაწყვიტა, რომელიც მთლიანად აზარტულ ბიზნესთანაა კავშირში.