ტრავმირებულმა ნეიმარმა ორი ტურნირის ფინალურ მაგიდაზე ითამაშა

თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა, ნეიმარმა პოკერის ტურნირებზე გაიბრწყინა. ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, ბრაზილიელი მოთამაშე საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას ვერ ღებულობს. როგორც ტრავმის დროს ხდება, ნეიმარმაც ის საქმე გამოძებნა, რასაც აქტიური ფიზიკური ჩართულობა არ სჭირდება: მან პოკერის ტურნირებს მიაკითხა. 

თავდაპირველად, მისი სახელი PokerStars-ის ზამთრის სერიებზე გამოჩნდა. $1.050 დოლარიან ტურნირზე, ნეიმარმა მე-3 ადგილი დაიკავა და $23.884 დოლარი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი ათლეტისთვის მსგავსი ანაზღაურება ბევრს არაფერს ნიშნავს, ტურნირის მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, მან მართლაც შთამბეჭდავი შედეგი დადო: ტურნირზე 192 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული და ასეთ პირობებში ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა უკვე წარმატებად ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა უკან ონლაინ პოკერის ისეთი სახელები ჩამოიტოვა, როგორებიც პატრიკ ბრუკსი, კრის ოლივერი და კრისტიან რუდოლფი არიან. 

ამის შემდეგ, ბრაზილიელმა დიდ ტურნირებზე გადაინაცვლა. მან ბედი $10.300 დოლარიან 8-მაქს ტურნირზე სცადა, რომელსაც კიდევ 82 მოთამაშე ესწრებოდა. ლასლო ბუიტაშის და თალალ შაკერჩის უკან ჩამოტოვების შემდეგ, ნეიმარმა ფინალურ მაგიდას მიაღწია, რაც უკვე შთამბეჭდავი შედეგი იყო. ნეიმარი აქ არ გაჩერებულა. მან ოლე შემიონსაც გაუსწრო და ტურნრის მე-3 პოზიცია დაიკავა. შედეგად, ნეიმარმა $125.678 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სტადიონს მიღმა კიდევ 1 კვირა დარჩება. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ტურნირებზე მისი წარმატება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 

რუმები

ქართული უცხოური