ტომ დუანმა ფილ ჰელმუტი დაამარცხა

ფილ ჰელმუტის დაუმარცხებელი სერია ტომ დუანმა დაასრულა. დენიელ ნეგრანუსთან, ანტონიო ესფანდიარისთან და ნიკ რაითთან მოგებული 8 სესიის შემდეგ, ფილ ჰელმუტის შეჩერება სწორედ მისმა ერთ-ერთმა უდიდესმა 'მტერმა' შეძლო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი 'მტრობა' ჰელმუტს უამრავ მოთამაშესთან აქვს და დუანი ამ მხრივ გამორჩეულ შემთხვევად ვერ ჩაითვლება. 

სპორტულმა კომენტატორმა, ნიკ რაითმა, $50.000 დოლარიანი მარცხის შემდეგ, ჰელმუტთან თამაშზე უარი თქვა. სწორედ მისი ჩანაცვლება გადაწყვიტა ტომ დუანმა. როგორც ვარაუდობდნენ, დუანისა და ჰელმუტის მატჩი 2008 წლის NBC National Poker Championship-ის მატჩის გამოძახილი უნდა ყოფილიყო. მაშინ, 21 წლის მოთამაშის 1010-მა პოკერის ლეგენდის AA-ის დამარცხება შეძლო. "ვნახოთ, 5 წელში კიდევ თუ იქნები პოკერში" - ფრაზა, რომლითაც ჰელმუტმა დუანს მიმართა, პოკერის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად და პოპულარულ წინადადებად იქცა. 

13 წლის შემდეგ, ტომ დუანმა მისი მეტოქე ანალოგიურ სიტუაციაში ჩააყენა, როცა 6 საათიანი თამაშის შემდეგ, 93-ით ჰელმუტის AA დაამარცხა და ჰელმუტი ჩიპებისა და შანსების გარეშე დატოვა. $200.000 დოლარიანი დანაკარგის შემდეგ, ჰელმუტს საშუალება აქვს, საწყისი ფსონი გააორმაგოს და $400.000-იანი რე-მატჩი მოითხოვოს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს WSOP-ის რეკორდსმენი. 

რუმები

ქართული უცხოური