ოპონენტები გერმანიის სათამაშო ბიზნესის რეფორმას აკრიტიკებენ

პირველი ივლისიდან გერმანიაში ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაცია. კანონის ძირითადი სამიზნე ონლაინ კაზინოები და პოკერ-რუმებია. ახალი რეგულაციის მიხედვით, გერმანიაში სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი ორგანო იქმნება. ცვლილებები, ძირითადად, დეპოზიტებს ეხებათ, რომელთა გადახდაც ნებისმიერ ონლაინ ოპერატორს ევალება. როგორც კანონშია გაწერილი, მცირე ზომის კომპანიები €5 მილიონი ევროს ოდენობის პირველად შესატანს გადაიხდიან, ყოველთვიური ბრუნვის წილის პარალელურად, ხოლო დიდ კომპანიებს €50 მილიონ ევრომდე გადახდა მოუწევთ.

რეგულაციის კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი ცვლილებების გამო, მოთამაშეებს ე.წ. 'მიწისქვეშა კაზინოებზე' გადართვა მოუწევთ, რადგან ლეგალურად მოქმედ ონლაინ ოპერატორებს გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვებათ. მსგავს შემთხვევაში კი ასეთ ოპერატორებს ორი არჩევანი რჩებათ: გაზარდონ მომხმარებლებისთვის დაწესებული საკომისიო - რაც ნეგატიურად აისახება ონლაინ რუმის პოპულარობაზე, ან საერთოდ შეწყვიტონ ოპერირება. 

მოთამაშეების აზრით, ბუნდესტაგში ოპოზიციისთვისაც უნდა მოესმინათ, რომელიც კანონის გადავადებას ითხოვდა. მათი აზრით, მსგავსი ცვლილება ოფლაინ კაზინოებს წაახალისებს, რის სანაცვლოდაც გერმანული ონლაინ პოკერი თუ სხვა აზარტული თამაშები საფრთხის ქვეშ დადგებიან. 

რუმები

ქართული უცხოური