დაგ პოლკის მილიონდოლარიან ჰედს-აპზე ბრინ კენიმ უარი თქვა

ერთი თვის წინ, ბრინ კენი და დაგ პოლკი ერთმანეთს ტვიტერზე დაუპირისპირდნენ. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰედს-აპ დუელით უნდა გარკვეულიყო. ძვირადღირებული ჰედს-აპებით ურთიერთობის გარკვევა ბოლო პერიოდის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ანტონიო ესფანდიარი და ფილ ჰელმუტი, დენიელ ნეგრანუ და დაგ პოლკი, ჰელმუტი და ნეგრანუ - ყოველ თამაშს გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, რის გამოც მოთამაშეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. 

პოლკისა და კენის საქმესაც იგივე ბედი ელოდა, რომ არა კენის უკანდახევა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბრინ კენიმ პოკერის სატრენინგო კურსებს ნაგავი უწოდა და დაამატა, რომ მათი ავტორები ისედაც ვერ ახერხებდნენ ფულის მოგებას. როგორც ცნობილია, დაგ პოლკი თავად ფლობს პოკერის სკოლას. მსგავსი რამ კი გავრცელებული პრაქტიკაა: ფილ გალფონდი - თავისი სატრენინგო პროგრამით, დოილ ბრანსონი - არაერთი წიგნით სატურნირო პოკერზე, ფილ გორდონი - თავისი ლეგენდარული თეორიით. დიდი მოთამაშეები, გარდა იმისა რომ ფულს იგებენ, ან პოკერის თეორიას ქმნიან, ან სკოლებს აყალიბებენ. ბრინ კენისთვის კი ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. 

ცოტა ხნის წინ, კენიმ მსგავსი ბრალდება წაუყენა ფილ გალფონდსაც. რომელიც Run It Once-ის სატრენინგო სკოლის დამფუძნებელია. გალფონდმა, თავის მხრივ, კენის $200/$400-იანი ჰედს-აპი შესთავაზა, რაზეც კენიმ უარი თქვა, რადგან მისთვის მხოლოდ  $2.000/$4.000 თამაშს ჰქონდა აზრი და $200/$400 ზედმეტად დაბალი ლიმიტი იყო.

ცოტა ხანში, ბრინ კენიმ დაგ პოლკისგან მისთვის შესაფერისი შეთავაზება მიიღო: $2.000.000 დოლარი მაგიდის ცენტრში, რომლის ბოლოებშიც დაპირისპირებული მხარეები ისხდებოდნენ. ხანგრძლივი ტრაბახის შემდეგ, რაც ბრინ კენისთვისაა დამახასიათებელი, მან პოლკის გამოწვევაზე უარი თქვა. 

 

რუმები

ქართული უცხოური