საუკეთესო ფინელი მოთამაშეები

მიუხედავად იმისა, რომ პოკერი მთავარი ამერიკული სამაგიდო თამაშია, ხშირად მისი საუკეთესო წარმომადგენლები სკანდინავიური ქვეყნებიდან არიან. ვიქტორ ბლომი, გას ჰენსენი, მარტინ ჯეიკობსონი, ანეტ ობერსტადი, ჯონი ლოდენი, პიტერ ისტგეითი - ყველა მათგანი შვედეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდანაა. ამ სტატიაში კი რამდენიმე ფინელ მოთამაშეს განვიხილავთ, რომლებმაც პოკერის სამყაროში დიდი ადგილი დაიკავეს. 

ილარი საჰამისი - მან თამაში 15 წლის ასაკში, ონლაინ პოკერ-რუმებში დაიწყო. როგორც წესი, ონლაინ სამყაროში მისი სახელი არაფერს ამბობდა, მაგრამ თუ ვინმე მის მეტსახელს, Ziigmund-ს ახსენებდა, მაშინ განწყობა იცვლებოდა. Ziigmund ონლაინ პოკერის სუპერვარსკვლავად იქცა. ის განსაკუთრებულად საშიშ მოთამაშედ Full Tilt Poker-ზე ითვლებოდა. გარდა იმისა, რომ საჰამისი მილიონობით დოლარს იგებდა, მისმა წარმოუდგენლად აგრესიულმა, შემტევმა და თავზეხელაღებულმა თამაშმა მას უამრავი გულშემატკივარი შესძინა. ტრადიციულად, პოკერის ყველაზე პოპულარულ სახეობად ულიმიტო ჰოლდემი ჩაითვლებოდა, მაგრამ ილარი საჰამისის საუკეთესო თამაში პოტ-ლიმიტ ომაჰაა. მისი თამაში წარმოუდგენელი სვინგებით ხასიათდებოდა: ერთ კვირაში ის $3 მილიონ დოლარზე მეტს იგებდა, შემდეგში კი $2.5 მილიონს კარგავდა. ილარი საჰამისმა სახელი ქეშ-გეიმებით გაითქვა. რამდენადაც მოთამაშეების წარმატების შეფასება მხოლოდ მათი სატურნირო შემოსავლებითაა შესაძლებელი, ზუსტი ინფორმაცია მისი ქეშ-გეიმებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ უცნობია.

იენს კილონენი - კილონენმა მსოფლიო აღიარება 2009 წლის EPT Copenhagen-ის მოგებით მოიპოვა. 2012 და 2013 წლებში მან საუკეთესო ფინელი მოთამაშის ტიტული მიიღო. 2014 წელს ის ფილ გალფონდის სატრეინინგო პლატფორმა Run It Once-ს შეუერთდა. დროთაგანმავლობაში, ის პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო ტრენერად ჩამოყალიბდა. კილონენის საერთო სატურნირო შემოსავალი $5 მილიონ დოლარს აჭარბებს. წარმატებული სათამაშო კარიერის მიუხედავად, რამდენიმე წლის წინ, კილონენმა პროფესიონალური პოკერი მიატოვა და საქმიანობა ფინანსურ სექტორში გააგრძელა.   

პატრიკ ანტონიუსი - ამ სიისა და, სავარაუდოდ, პოკერთან დაკავშირებული ნებისმიერი სიის ყველაზე ცნობილი სახელი, რომელმაც თამაშის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. ანტონიუსი 1980 წელსაა დაბადებული. მისი სატურნირო კარიერა $8 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, მაგრამ ილარი საჰამისის მსგავსად, ანტონიუსი არასდროს ყოფილა დიდი ფიგურა სატურნირო პოკერში. მისი მთავარი არეალი ქეშ-გეიმ მაგიდა იყო, სადაც ფინელ მოთამაშეს მილიონობით დოლარი აქვს მოგებული. ტრადიციულად, ანტონიუსი თავდაჭერილ, სიტყვაძუნწ და მშვიდ მოთამაშედ ითვლება, რომელსაც რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, სხვადასხვა ეპოქის უდიდეს დარიგებებს თუ გადაავლებთ თვალს, 10-დან 6 შემთხვევაში სწორედ პატრიკ ანტონიუსის სახელს გადააწყდებით. პატრიკ ანტონიუსს უკავშირდება ონლაინ პოკერის ისტორიაში ამ დრომდე უდიდეს ბანკად აღიარებული $1.356.946 დოლარიანი დარიგება, რომელიც მან Full Tilt Poker-ზე, კიდევ ერთი სკანდინავიელის, ვიქტორ ბლომის წინააღმდეგ ითამაშა. 

რუმები

ქართული უცხოური