კრისტოფ ვოგელსანგი Powerfest-ის მოგებით დაბრუნდა

სანამ ლაივ კაზინოები ისვენებენ, PartyPoker-ზე Powerfest-ის ტურნირი მიმდინარეობს. გასულ კვირას, $25.000 დოლარიანი ჰაი-როლერ ტურნირის მოგებით, მივიწყებული სახელი - კრისტოფ ვოგელსანგი დაბრუნდა, რომელმაც გამარჯვების მიღწევა ვარსკვლავებით დატვირთულ, ურთულეს ლაინ-აფზე შეძლო. 

კრისტოფ ვოგელსანგი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც გერმანიის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიაში მხოლოდ ფედორ ჰოლცს ჩამორჩება. Powerfest-ის მე-19 ტურნირის მოგებით, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი თითქმის ნახევარი მილიონი დოლარით გაიზარდა. 

ტურნირზე 58 მოთამაშე დარეგისტრირდა. $25.000 დოლარიანი ბაი-ინი, როგორც წესი, თამაშის საუკეთესო სახელებს იზიდავს და გამონაკლისი არც უკანასკნელი ტურნირი ყოფილა. კრისტოფ ვოგელსანგმა ისეთი მოთამაშეების დამარცხება შეძლო, როგორებიც მატიას აიბინგერი, ლინუს ლოლაიგერი, დევიდ პიტერსი და შონ დენიელსი არიან. ფინალურ ჰედს-აპში მისი მეტოქე სამი კელოპურო იყო. მე-2 ადგილისთვის ფინელმა $288.469 დოლარი მიიღო. გერმანელს კი $469.691 დოლარი შეხვდა. აშკარა ხდება, რომ თამაში, რომელზეც ამერიკელი მოთამაშეები დომინირებდნენ, სწრაფად იცვლება: ტურნირის ფინალური მაგიდის 7 მოთამაშიდან 4 ევროპის ქვეყანას წარმოადგენდა. 

რუმები

ქართული უცხოური