ტოპ 5 მოთამაშე ქალი, ვინც ერთჯერადად მილიონზე მეტი მოიგო

მე-20 საუკუნეში მიღწეული პროგრესის შემდეგ, 21-ე საუკუნეში, სოციალურ, პოლიტიკურ და, ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქალებსა და კაცებს შორის არსებული დაშორება სულ უფრო მცირდება. პოკერმა გენდერული უთანასწორობის შემცირება კიდევ უფრო ნათელი გახადა: ერთ დროს მამაკაცების მიერ დომინირებულ სპორტში, ქალები მეტად საშიშ, არასასურველ და ძლიერ ოპონენტებად იქცნენ. პოკერში კი - ისე როგორც ნებისმიერ სხვა სპორტში, არასასურველი ოპონენტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტია. 

შესაძლოა, რომელიმე წარმატებული ონლაინ ნიკნეიმის უკან ქალი იდგეს, მაგრამ ჩვენი მოვალეობა ოფიციალურ მონაცემებზე მსჯელობაა და არა ვარაუდებისა და სპეკულაციების გაჟღერება. ამიტომაც, ამ სტატიაში იმ ქალ მოთამაშეებს განვიხილავთ, რომელთა ერთჯერადმა სატურნირო მოგებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, პოკერში არიან შემოსავლიანი ქალი მოთმაშეები, მაგრამ მათი კარიერა უშუალოდ ტურნირებს არ უკავშირდება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენს სიაში არ მოხვდა ჯენიფერ ჰერმანი - მოთამაშე, რომლის კარიერაც ათეულობით მილიონი დოლარის მოგებას ითვლის. 

5. ლივ ბურე - $1.698.300 დოლარი. მშობლიური ჰევი მეტალის სიყვარულის გამო, ბრიტანელი მოთამაშის ონლაინ ნიკნეიმი Iron Maiden-ია. გარდა სათამაშო და სატელევიზიო კარიერისა, ის ფლობს ხარისხს ასტროფიზიკაში და იკავებს წამყვან პოზიციას REG-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მისი სათამაშო კარიერა, რომელიც $4 მილიონ დოლარს ითვლის, 2005 წელს დაიწყო. მან პირველი გაკვეთილები ენი დიუკისგან, ფილ ჰელმუტისგან და დეივ Devilfish ულიოტისგან მიიღო. მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და დაბალბიუჯეტიან ტურნირებზე გამარჯვებების სერია 2010 წელს, EPT San Romero Main Event-ის მოგებით დაგვირგვინდა, რომელზეც ბურემ $1.698.300 დოლარი მოიგო. 

4. ქეითი ლეინი - $1.785.000 დოლარი. ქეითი ლეინი ერთადერთი პერსონაა ჩვენს სიაში, ვინც პროფესიონალ მოთამაშედ ვერ ჩაითვლება. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი ბიზნესმენია, რომელმაც 23 წლის ასაკში ნავთობის ბიზნესში ჩართული კომპანია Sun Coast Resources დააარსა. ის ყოველწლიურად Forbes-ის ტოპ 100-ეულში შედის. იმის მიუხედავად, რომ ლეინი პოკერს იშვიათად თამაშობს, თუ ის ტურნირზე დასწრებას გადაწყვეტს, ეს აუცილებლად სუპერ ჰაი როლერ ღონისძიება უნდა იყოს, ექვსნიშნა ბაი-ინით. 2019 წელს, Super High Roller Bowl-ზე, საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, მან 3 ადგილის დაკავება შეძლო, რისთვისაც $1.785.000 დოლარი მიიღო.

3. ვანესა სელბსტი - $1.823.400 დოლარი. ჩვენს სიაში სელბსტი მხოლოდ მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მას კარიერაში $12 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული. ბრუკლინელ მოთამაშეს იელის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პოლიტიკის მეცნიერებისა და სამართლის მიმართულებით. მისი პირველი სატურნირო ანაზღაურება 2006 წლით თარიღდება, როცა WSOP-ის ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე პირველი ექვსნიშნა თანხა მოიგო. 2010 წელს სელბსტმა $1.823.400 დოლარი მოიგო, როცა კანში გამართული Partouche Poker-ის ფინალში ფრანგი რაფაელ კროლი დაამარცხა. ამის შემდეგ, ვანესა სელბსტმა ექვსნიშნა ანაზღაურება 20-ჯერ, შვიდნიშნა კი 3-ჯერ მიიღო. ის WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურს ფლობს. 

2. ენი დიუკი - $2.000.000 დოლარი. ენი დიუკი ცნობილი მოთამაშის, Full Tilt Poker-ის ერთ-ერთი დამაარსებლისა და შემდეგ სკანდალში გახვეული ჰოვარდ ლედერერის დაა. მისი კარიერა კრის მანიმეიკერის მიერ გამოწვეულ 'პოკერის ბუმამდე' ბევრად ადრე დაიწყო. 1999 წელს, WSOP Tournament of Champions-ის ფინალში, ენი დიუკმა ჯერ საკუთარი ძმა გამოთიშა ასპარეზობას მე-3 პოზიციიდან, ხოლო შემდეგ, ფინალურ ჰედს-აპში ფილ ჰელმუტი დაამარცხა და $2 მილიონი დოლარი მოიგო. მოგვიანებით, ლედერერის მსგავსად, ენი დიუკიც Ultimate Bet-თან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც ის პოკერის ერთ-ერთ ანტიგმირად იქცა. 

1. ანეტ ობრესტადი - $2.013.733 დოლარი. ნორვეგიელმა მოთამაშემ პოკერის კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ამაზე მიუთითებს მისი ონლაინ ნიკნეიმიც - Annette_15. ის პოკერის ვუნდერინკად ითვლებოდა. მისი საუკეთესო ანაზღაურება 2007 წლით თარიღდება, როცა ლონდონში გამართულ WSOPE-ის ევროპულ მეინ ივენთზე მან გას ჰენსენი, ენი დიუკი, ერიკ ლინდგრენი, პატრიკ ანტონიუსი და სხვა დიდი სახელები დაამარცხა. £1 მილიონი ფუნტ სტერლინგის მოგების შემდეგ, რაც მაშინ $2.013.733 დოლარის ექვივალენტი იყო, ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მოთამაშედ იქცა. საერთო ჯამში, მისი სათამაშო კარიერა $4 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის. 

რუმები

ქართული უცხოური