ფილ აივიმ მეორე სასამართლო პროცესიც წააგო

ფილ აივის ცუდი პერიოდი უდგას. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, თუ როგორ მიდის ლეგენდარული მოთამაშის პრივატული ქეშ-გეიმები, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი მოვლენები მძიმედ ვითარდება. აივიმ ჯერ პირველი სასამართლო პროცესი წააგო, რომლითაც მოთამაშე Crockfords კაზინოს $12 მილიონი დოლარიანი მოგების ანაზღაურება სთხოვდა. ამჯერად კი, მას $10 მილიონის გადახდა დაეკისრა. 

გასული წლის ოქტომბერში, ნიუ ჯერსის სასამართლომ დაადგინა, რომ კაზინო Borgata-ში, ბაკარას სესიაზე აივის მიერ მოგებული $9.6 მილიონი დოლარი არაკეთილსინდისიერად იყო მოპოვებული. ამის შემდეგ, თავად ბორგატამ შეიტანა სარჩელი, რომლითაც აივისგან $9.6 მილიონის გარდა, $1.5 მილიონი დოლარის გადახდასაც მოითხოვდნენ. კაზინოს ადვოკატების განმარტებით, ისინი დამატებით  $1.5 მილიონ დოლარს დაკარგავდნენ, თუ აივის თამაშის გაგრძელების საშუალებას მისცემდნენ. 

გარდა ამისა, Borgata კაზინოს წარმომადგენლები აივისგან $15 მილიონი დოლარის გადახდასაც მოითხოვდნენ, მიყენებული არამატერიალუი ზარალის კომპენსაციის სახით. სასამართლომ ამ შემთხვევაში აივი უდანაშაულოდ ცნო და $15 მილიონიანი მოთხოვნაზე უარი დაამტკიცა. სამაგიეროდ, მოსამართლის განმარტებით, ფილ აივიმ და მისმა კომპანიონმა ბაკარას პრინციპი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც კაზინო დიდი უპირატესობით სარგებლობს. აივიმ და მისმა 'თანამზრახველმა' კარტზე დატანილი ქარხნული დეფექტების საშუალებით კაზინოს ის შესაძლებლობები გამოიყენეს, რომლებზეც ნიუ ჯერსის შტატის კაზინოს კონტროლის აქტი არ ვრცელდებოდა. 

სავარაუდოდ, აივი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მან უკვე მიმართა სააპელაციოს Crockford-ის შემთხვევაში. ნაკლებმოსალოდნელია, რომ აივი $10.1 მილიონიანი ანაზღაურების გადახდას დათანხმდეს და ბრძოლა პირველივე ინსტანციაში დათმოს. 

რუმები

ქართული უცხოური