ფედრო ჰოლცი VS ვიქტორ მალინოვსკი - როცა ტურნირი ქეშ-გეიმს დაუპირისპირდა

პანდემიით გამოწვეულმა ა ლაივ ტურნირების გაუქმებამ პოკერის მოყვარულებს ყველა დღესასწაული გაუფუჭა, მაგრამ ონლაინ მაგიდებთან გამართულმა ჰედს-აპებმა, რომლებშიც ერთმანეთს დიდი სახელები ერკინებიან, პოკერის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება არ მისცა. ფილ გალფონდის ჩელენჯი, ესფანდიარი ჰელმუტის წინააღმდეგ, ნეგრანუსა და პოლკის ბრძოლა... ამჯერად, ერთმანეთის პირისპირ ფედორ ჰოლცი და ვიქტორ მალინოვსკი დასხდნენ. 

ვიქტორ მალინოვსკი პოლონელი ქეშ-გეიმერია, რომელიც პოკერის ამომავალ ვარსკვლავად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის, ონლაინ პლატფორმებზე, უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობს და რთული ოპონენტების ძიებაშია. ცოტა ხნის წინ, მალინოვსკიმ სტეფან ბურაკოვთან $500.000 დოლარზე მეტი წააგო, მაგრამ პოლონელს დანებების ნიშნები არ ეტყობა. მან ჰედს-აპში გერმანული წარმოშობის ავსტრიელი მოთამაშე, ფედორ ჰოლცი გამოიწვია: "გამარჯობა, ჩემპიონო! ჰედს-აპის თამაშს ვაპირებთ თუ არა? ყოველ სესიაზე საათში $1.000 დოლარს გადაგიხდი და თან მთვრალი ვიქნები. 2 მაგიდა, $200/$400 ან $500/$1.000?"

ფედორ ჰოლცი, როგორც წესი, ქეშ-გეიმებით განთქმული მოთამაშე არასდროს ყოფილა. მაგრამ მისი სატურნირო კარიერა $32.5 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, რაც საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქეშ-გეიმერის წინააღმდეგ დამჯდარიყო. 

აქვე უნდა ითქვას, რომ პოკერის სამყაროს დიდი სახელები თავიანთ ფსონებს პოლონელზე აკეთებენ. "წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ჯანდაბაა ბურაკოვი და რატომ წააგო მასთან მალიანოვსკიმ. ჰოლცს ტურნირები ნამდვილად აქვს მოგებული, მაგრამ ჩემი ფული SOLDAT VIKTOR-ზე დევს!" მალინოვსკის გუნდში აღმოჩნდა ჩინელი მულტიმილიონერი ბიზნესმენი და მოთამაშე, რუი კაოც: "რა აძლევთ ამ ტურნირის მოთამაშეებს ასეთ თავდაჯერებულობას? ქეშ-გეიმის საუკეთესო სახელებთან ისინი უშანსოები არიან და მაინც ასე თავხედურად იქცევიან."

თამაში ხვალ, 5 მარტს იწყება და მიუხედავად იმისა, რომ ჰოლცი აშკარა ანდერდოგია, მთვრალ მალინოვსკისთან მისი შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რუმები

ქართული უცხოური