ლას ვეგასის უდიდესი მაგნატი, შელდონ ადელსონი 87 წლის ასაკში გარრდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა შელდონ ადელსონი - ონლაინ პოკერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და ლას ვეგასის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. 2019 წელს მას არაჰოდკინსის ლიმფომა დაუდგინდა, რომელიც საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

შელდონ ადელსონი Sands Corporation-ის დამფუძნებელი და დირექტორი იყო. მისი კომპანია ლას ვეგასში ისეთ კაზინოებს ფლობდა, როგორებიც Venetian და Palazzo არიან. თუმცა, უკანასკნელ წლებში, Sands-ის ძირითადი შემოსავალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედი კაზინოებიდან მოდიოდა, განსაკუთრებით - მაკაუში მდებარე ფილიალებიდან. 

მრავალი წლის განმავლობაში, შელდონ ადელსონი ონლაინ პოკერისა და ზოგადად ონლაინ გემბლინგის წინააღმდეგ გამოდიოდა. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის მიერ ონლაინ პოკერის ლეგალიზაციის შეჩერების პროცესში. ის აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ პოკერი იღბლის თამაში იყო: "პოკერის აღიარება ცოდნისა და უნარების თამაშად სისულელე მგონია. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, ვისაც პოკერის კატეგორიზაცია უნდა. სწორი კარტის მიღება არც ცოდნაა და არც უნარი - ის იღბალია."

საქმე იმაშია, რომ თუ პოკერი იღბლის თამაშად იქნება კლასიფიცირებული, ის სულ სხვა ლეგალურ ჩარჩოში გადადის და რიგ შემთხვევებში მოსახლეობის უმეტესობას მასზე თავისუფლად წვდომა ეკრძალება. თუ ის ცოდნისა და უნარების თამაშად იქნება აღიარებული, მაშინ მისი ლეგალიზება და სახელმწიფო რეგულაციებში მოქცევა ადვილადაა შესაძლებელი. 

ადელსონი აცხადებდა, რომ ონლაინ პოკერი ამორალური იყო, მაგრამ პრობლემა არ ჰქონდა თუ იგივე მიზნით ადამიანები მის კაზინოებში შევიდოდნენ. ასევე, მისმა ერთ-ერთმა კაზინო Venetian-მა ყოველგვარი მორალური სირთულის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება ონლაინ პოკერის გიგანტ PokerStars-თან. ადელსონი აქტიურად აჟღერებდა მოსაზრებას, რომ ონლაინ პოკერი არასრულწლოვან მოთამაშეებს მეტ გასაქანს აძლევდა, რისი შესაძლებლობაც მათ კაზინოებში არ ეძლეოდათ. ადელსონი აქტიურად ლობირებდა იმ მოსამართლეებს, იურისტებსა და კონგრესმენებს, ვინც ონლაინ გემბლინგის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. როგორც წესი, მისი ქმედებების უკან, ადელსონის განზრახვას ხედავენ, რომელიც მიზნად ისახავდა ონლაინ პოკერის მაქსიმალურ შეზღუდვას, რაც მოთამაშეებს ლას ვეგასში მოგზაურობას და ფულის ქალაქში დახარჯვას აიძულებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა, ადელსონი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. მან რამდენიმე მილიარდი დახარჯა ამერიკისა და ისრაელის პოლიტიკის ცვლილებაში და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ის ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავდა დონალდ ტრამპის კამპანიაზე და სხვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსებზე. 2018 წელს, დონალდ ტრამპმა ადელსონის მეუღლეს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა, რაც ბევრმა ტრამპის მადლობად აღიქვა, ადელსონის მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ. 

რუმები

ქართული უცხოური