აიზიკ ჰექსტონი ლაივ პოკერის ბოიკოტირების მოწოდებით გამოდის

თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, აიზიკ ჰექსტონი მოთამაშეებს სთხოვს, ლაივ პოკერის თამაშებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზი კოვიდ-19-ის გავრცელებაა, როცა მასობრივი ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

"პოკერი ვეგასში ახალ სიმაღლეებს იპყრობს. WSOP კი მეინ ივენთის ფინალს აანონსებს, - წერს ტვიტერზე ჰექსტონი, - ლიმიტირებული ტესტირების პირობებშიც კი, გასული 2 კვირის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებებით, ნევადის შტატის მოსახლეობის 1%-ია ინფიცირებული. აშკარაა, რომ დაავადების გავრცელება, უმეტესად, შეუმჩნევლად ხდება და ჩვენ მას ვერ აღვრიცხავთ. კაზინოს დარბაზში, სადაც 100 ადამიანია შეკრებილი, სულ მცირე 2 მათგანი ვირუსის მატარებელი იქნება. გთხოვთ, შეწყვიტოთ ლაივ პოკერის თამაში და ტურნირების გამო მოგზაურობა!"

აიზიკ ჰექსტონმა უამრავი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ არც მოწინააღმდეგეების ნაკლებობა ყოფილა. HighStakes DB-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰექსტონმა თავისი პოზიცია განმარტა: "როგორც ჩანს, WSOP-ის ადმინისტრაციამ ფულის გამომუშავების სანაცვლოდ ადამიანების წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. მე უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც როგორც მიკრო ლიმიტებზე, ისე უდიდეს ქეშ-გეიმებზე თამაშობენ. მათ ონლაინ კაზინოები ფართო არჩევანს სთავაზობენ, რის გამოც ადამიანებით სავსე ოთახში ყოფნა საჭირო აღარაა. მე არ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ლაივ პოკერს შემოსავლის გამო თამაშობს. არ მაქვს უფლება ადამიანებს ვუთხრა რა გააკეთონ, როცა საქმე თავის გატანაზეა. მაგრამ მოთამაშეების უმეტესობას სოლიდური დანაზოგი აქვს და ინტერნეტში თამაშიც შეუძლია. ვფიქრობ, მოთამაშეების უმეტესობა, ვინც ლაივ თამაშებს ესწრება, არ არის ინფორმირებული და ჰგონია, რომ თუ კაზინომ გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოებაც გარანტირებული ექნება. ამერიკელები არასათანადოდ იაზრებენ კოვიდ-19-ის საშიშროებას. აგვისტოში თამაში გაცილებით უსაფრთხო იყო, ვიდრე ახლა, რადგან გავრცელების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაშინ კი ყველაფერი დავხურეთ და ახლა ყველაფერი კვლავ ხელმისაწვდომია."

რუმები

ქართული უცხოური