დენ ბილზერიანი GGPoker-ის სახე გახდა

თვითგამოცხადებულმა 'ინსტაგრამის მეფემ' უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის GGPoker-ის სახე და წარმომადგენელი გახდება. დენ ბილზერიანი ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ფიგურაა, ვისაც პოკერის სამყაროსთან რაიმე შეხება ჰქონია. 

ბილზერიანმა პოკერის სამყაროში ოფიციალურად მოსვლისთანავე გამოიწვია ხმაური. მან პროფესიონალ მოთამაშეებს შეუტია და თქვა, რომ პოკერის მომავალი მოყვარული მოთამაშეების ხელშია. "GGPoker დამწყებ და მოყვარულ მოთამაშეებს უფრთხილდება და არა მათემატიკოს ჭკუის კოლოფებს, - ამბობს ბილზერიანი, - საუკეთესო პლატფორმაა, სადაც ფულის შეტანა შემეძლო. აქ $2 დოლარზეც მითამაშია და $200.000-იან მაგიდაზეც."

დენ ბილზერიანს მხარი დენიელ ნეგრანუმაც აუბა: "არავის აქვს პოკერის გარესამყაროზე ისეთი წვდომა, როგორიც ბილზერიანს. მას პოკერში მილიონები აქვს მოგებული და ონლაინ პოკერის 'შარქები' ნამდვილად არ აშინებს."

აქვე უნდა ითქვას, რომ ბილზერიანის პოკერში მოგებული მილიონები არავის აქვს ნანახი - მათ შორის, არც დენიელ ნეგრანუს. გასულ წლებში, ბილზერიანის 'პროფესიონალური კარიერა' ისეთმა მოთამაშეებმა აიგდეს მასხრად, როგორებიც დაგ პოლკი და დენ ქეითსი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური