Negreanu VS Polk: 200 დარიგების შემდეგ, ნეგრანუ $117.000-ის პლუსშია

ლაპარაკის დრო დასრულდა და, როგორც იქნა, დაგ პოლკი და დენიელ ნეგრანუ, თავიანთი მრავალწლიანი მტრობის გასარკვევად, სათამაშო მაგიდასთან დასხდნენ. 

$200/$400 ლიმიტზე, წყვილმა ულიმიტო ტეხასური ჰოლდემის 25.000 დარიგება უნდა ითამაშოს. გასულ კვირას, PokerGo-ის სტუდიაში, მეტოქეებმა პირველ 200 დარიგებაში მიიღეს მონაწილეობა, რაც ყველასთვის მოულოდნელი შედეგით - დენიელ ნეგრანუს შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. Poker Central-ის მეშვეობით, თამაშს ათიათასობით გულშემატკივარი უყურებდა. 

უნდა ითქვას, რომ ინტერნეტში მოთამაშეების მხრიდან გაკეთებული მკვეთრი, პროვოკაციული და ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ნეგრანუსა და პოკლს შორის ჰედს-აპ დაპირისპირება საკმაოდ მეგობრულ გარემოში წარიმართა. წყვილი ისე გამოიყურებოდა, რომ ვერავინ წარმოიდგინდა მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. უამრავი გულშემატკივარი სწორედ ამ გარემოებას უსვამდა ხაზს და ამბობდნენ, რომ პოკერის პოპულარიზაციისთვის პრობლემების გადაწყვეტის მსგავსი მეთოდი საუკეთესო საშუალება იყო. 

როგორც კომენტატორები ამბობენ, და რაც ისედაც აშკარა იყო, დენიელ ნეგრანუმ პასიური თამაშის ტაქტიკა აირჩია იმ იმედით, რომ პოლკი გადაჭარბებულ აგრესიას გამოიჩენდა. გარკვეულწილად, ეს ასეც მოხდა და KidPoker-ის სტრატეგიამ გაამართლა. სესიის უკანასკნელი 70 ხელი მისი სრული დომინაციით წარიმართა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 103J64 ბორდზე, ნეგრანუს მიერ K9-ით გაკეთებული $34.000 დოლარიანი ბლეფი. 200 დარიგების ბოლოს, დენიელ ნეგრანუ $117.000 დოლარს იგებდა. მაგრამ ნებისმიერ მოთამაშეს ესმის, რომ 200 დარიგება 25.000-დან პრაქტიკულად არაფერია. 

"რისი თქმა შემიძლია? - ყვება დაგ პოლკი, - მეგონა, რომ ბლეფისთვის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი მქონდა და არასწორი აღმოვჩნდი. მან რამდენიმე ძალიან კარგი დარიგება ითამაშა."

თამაშის შემდეგ, განცხადება გააკეთა დენიელ ნეგრანუმაც: "ვიცი, რომ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჯერჯერობით, კარგად ვითამაშე. ჩემმა სტრატეგიამ გაამართლა."

სრული სესიის ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური