ნეგრანუ და პოლკი ჰედს-აპის თარიღზე შეთანხმდნენ

დაგ პოლკსა და დენიელ ნეგრანუს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენიელ ნეგრანუმ მისი ყოფილი სპონსორისა და დამსაქმებლის, PokerStars-ის გაზრდილი საკომისიო მოიწონა და თქვა, რომ მეტი გადასახადი თავად მოთამაშეებისთვის იყო უკეთესი. მას შემდეგ, დაგ პოლკი ხშირად ჩნდება მაისურით, რომელზეც აწერია More rake is better - მეტი რეიკი უკეთესია. 

მიმდინარე წლის ზაფხულში, პოლკსა და ნეგრანუს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა პოლკმა მოწინააღმდეგეს დუელი შესთავაზა. სიტყვიერი თანხმობის მიუხედავად, ნეგრანუს კონკრეტული თარიღი არ უხსენებია. მისი განმარტებით, თამაში შესაძლებელი იქნებოდა საზაფხულო WSOP-ის დასრულების შემდეგ, სექტემბრისთვის. 

ცოტა ხნის წინ კი, 'ტვიტერზე' დაგ პოლკის პოსტი გამოჩნდა: "ძალიან დავიღალე დევნით. ვინმემ იცით, როგორ დავუკავშირდე დენიელ ნეგრანუს, რომ მატჩის დაგეგმვა შევძლოთ? უკვე 2 თვეა მის პასუხს ველოდები. ის რომელიმე ჩემს პოსტს დააკომენტარებს და შემდეგ ქრება."

პასუხად, დენიელ ნეგრანუმ 1-ლი ნოემბერი დაასახელა და თქვა, რომ თამაში მაქსიმალურად უნდა ჯდებოდეს კანონის ჩარჩოში, რათა არცერთ მხარეს არ ჰქონდეს ანალიტიკური სოფტისა და სხვა სახის პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა. 

1-ელ ნოემბრამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ამ დროში, ნეგრანუს საშუალება ექნება საკუთარი ჰოლდემის უნარები გაიუმჯობესოს და თამაშისთვის მოემზადოს. როგორც ცნობილია, ულიმიტო ჰოლდემი მისი საუკეთესო თამაში არაა, მაშინ როცა პოლკმა სწორედ ულიმიტო ჰოლდემით გაითქვა სახელი. ამასობაში, დაგ პოლკმა ჰედს-აპ მატჩები გამართა ACR-ის მფლობელ ფილ ნაგისთან. $10/$20 ლიმიტზე, პოლკმა $7.000 დოლარის მოგება შეძლო. თანხა დიდი არაა, მაგრამ ლიმიტისა და დარიგებების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი მოგება შთამბეჭდავი იყო. 

ნეგრანუსა და პოლკს შორის გამართულ მატჩს კეინ კალასი გაუძღვება. ორივე საკუთარი სახლიდან ითამაშებს. ნაკლებსავარაუდოა, რომ მაყურებელს მათი კარტების ნახვის შესაძლებლობა მიეცეს, ყოველ შემთხვევაში - დენიელ ნეგრანუს მხრიდან, რომელმაც მსგავს შეთანხმებაზე უარი თქვა. 

რუმები

ქართული უცხოური