WPT-ის მთავარ ჩემპიონატს მაიკ სექსტონის სახელი ეწოდა

ცოტა ხნის წინ, მაიკ სექსტონმა WPT-ის ტურნირისთვის მისი სახელის მინიჭებაზე ისაუბრა. ლეგენდარულმა მოთამაშემ და კომენტატორმა WPT-თან ერთად 15 წელი გაატარა. მან World Poker Tour-ის სხვადასხვა სერია 15-ჯერ მოიგო, საიდანაც უკანასკნელი გამარჯვება 2016 წელს იზეიმა, როცა WPT Montreal-ის მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის $317.896 დოლარი მიიღო. 

სანამ ის PartyPoker-ში დაბრუნდებოდა, სექსტონი WPT-ის წარმომადგენელი, ბრენდის სახე და სატელევიზიო ტრანსლაციების კომენტატორი იყო. ვინს ვან პატენთან ერთად, სექსტონმა მთელი ეპოქა შექმნა, მისთვის დამახასიათებელი კომენტარებითა და იუმორით. 

10 დღის წინ კი, გადაწყდა, რომ World Poker Tour Championship Cup-ს მაიკ სექსტონის სახელი ეწოდოს. ამიერიდან ის Mike Sexton WPT Championship Cup იქნება. "არ მეგონა, რომ Poker Hall of Fame-ში შესვლაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, - ამბობს სექსტონი, - მაგრამ WPT-ის მენეჯმენტმა დამიმტკიცა, რომ შევცდი. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და უდიდესი მიღწევაა."

WPT-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადამ პლისკას განცხადებით, მაიკ სექსტონი WPT-ის ბრენდს საუკეთესოდ წარმოაჩენდა: "მაიკ სექსტონი განასახიერებს ყველა იმ ფასეულობას, რაც WPT-ის გულშია ჩადებული. ის საუკეთესოა პოკერის მაგიდასთან და, რაც მთავარია, ის საუკეთესოა პოკერის მაგიდის მიღმაც."

 

რუმები

ქართული უცხოური