დენიელ ნეგრანუს 'ტვიჩის' ექაუნთი დაუბლოკეს

როცა ონლაინ WSOP ყველაზე მეტად გახურდა, როცა ლაივ სტრიმერები აქტიურად ახდენენ საკუთარი თამაშების ტრანსლირებას, დენიელ ნეგრანუს 'ტვიჩის' ექაუნთი გაუუქმეს. 

რამდენიმე დღის წინ, ნეგრანუმ 46-ე დაბადების დღე აღნიშნა. მოთამაშე არაჩვეულებრივ ფორმაშია და 26 ნათამაშები ტურნირიდან, 15-ზე ფულში შესვლა მოახერხა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა მაგიდაზე აქტიური კომუნიკაციითა და ბევრი ლაპარაკით, მაგრამ გაუწონასწორებლობა ნეგრანუს სისუსტე არასდროს ყოფილა. როგორც ჩანს, ბევრ ლაპარაკს ბევრი შეცდომაც მოყვება. 

თავდაპირველად, დენიელ ნეგრანუ WSOP.com-ზე გაპარული ტექნიკური ხარვეზის გამო აფეთქდა და პირდაპირ ეთერში არანორმატიული ლექსიკის გაკვეთილი მოაწყო. ამ ყველაფერს კი, 3 დღის წინ, კიდევ ერთი მძიმე გამოხტომა დაემატა, როცა კომენტარების სექციაში, ერთ-ერთმა 'ტროლმა' ნეგრანუს მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა. "მოდი და პირისპირ მითხარი იგივე, - ამბობს ლაივ ვიდეოში კანადელი მოთამაშე, - გაბედე და გპირდები, რომ კბილებს დაგიმტვრევ!" რა თქმა უნდა, ნეგრანუს არც ამ შემთხვევაში დაუმალავს უცენზურო ლექსიკის ცოდნა. 

'ტვიტჩის' ექაუნთის დაბლოკვა მტკივნეულია, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს GGPoker-ის სპონსორშიპის დაკარგვა. მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, დენიელ ნეგრანუს და PokerStars-ის გზები გაიყო. სულ ცოტა ხნის წინ, კანადელი მოთამაშე GGPoker-ის სახე გახდა, რომელსაც ნამდვილად არ გაუხარდება თუ მისი ამბასადორის ექაუნთებს სოციალური მედია პლატფორმები დაბლოკავენ. 

რუმები

ქართული უცხოური