ტონი დანსტმა WSOP-ის მე-2 სამაჯური მოიგო

სამშაბათს საღამოს, 2020 წლის WSOP-ის 21-ე ივენთმა, $777 დოლარიანმა ულიმიტო ჰოლდემის 6-მაქს ტურნირმა 849 მოთამაშე მოიზიდა. რე-ენთრის გამო, გაკეთებული შენატანების რაოდენობა 1.361-მდე, ხოლოდ საპრიზო ფონდი - $952.700 დოლარამდე გაიზარდა. 11 საათიანი თამაშის შემდეგ, ტურნირის სათავეში WPT-ის კომენტატორი, ტონი დანსტი მოექცა. 

დანსტის მოგებამ $168.342 დოლარი შეადგინა. ეს მისი მე-2 ოქროს სამაჯურია. 2016 წელს, WSOP-ის $1.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, მან $339.254 დოლარი მოიგო. შარშანდელ WSOP-ზე, მას კიდევ ერთი სამაჯურის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ კარლ შოუსთან დამარცხდა და მე-2 ადგილისთვის $374.886 დოლარი მიიღო. მიმდინარე წლის იანვარში, WSOP Circuit-ზე ის კვლავ მიუახლოვდა პირველ ადგილს, მაგრამ ამჯერადაც ჰედს-აპში დამარცხდა.

აშკარაა, რომ WPT-ის ერთ-ერთი სახე WSOP-ზე საყურადღებო შედეგს დებს. HandonMob-ის მონაცემებით, დანსტის საერთო სატურნირო შემოსავალი $3.8 მილიონ დოლარს ითვლის. მისი საუკეთესო შემოსავალი 2016 წელს დაფიქრსირდა, როცა Aussie Millions Main Event-ის მოგებისთვის, დანსტმა $700.069 დოლარი მოიგო. 2013 წელს, ის WPT Champions Cup-ის გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით, ამ ტურნირს მაიკ სექსტონის სახელი ეწოდა - WPT-ის ლეგენდარული წამყვანი, ვინც სწორედ ტონი დანსტმა შეცვალა. 

რუმები

ქართული უცხოური