ბლიც ინტერვიუ ფილ აივისთან
'პოკერის ბუმის' შემდეგ, ფილ აივი დიდი სცენიდან გაქრა. დიდი ხნის განმავლობაში, ის მაკაუში თამაშობდა. ბოლო წლებში, ის პერიოდულად ჩნდებოდა სატელევიზიო თამაშებში, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ის კვლავ ჩაკეტილ პერსონად რჩებოდა. ცოტა ხნის წინ, ფილ აივიმ ინტერნეტში დასმულ კითხვებს უპასუხა. ამ შემთხვევაშიც, მოთამაშე ვრცელი პასუხებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მის ბოლო პერიოდზე გარკვეული წარმოდგენის შექმნაში მაინც დაგვეხმარება.
- ვინ არის შენი ინსპირაცია?
როგოც წესი, ასეთ დროს ადამიანები ცნობილ მოღვაწეებს ან სპორტსმენებს ასახელებენ. ფილ აივისთვის, ინსპირაცია მისი ბაბუა იყო.
- საყვარელი მუსიკალური ალბომი?
- ჯეი ზის The Black Album.
- რას იზამდი, პოკერში რომ არ ყოფილიყავი?
სხვა ცნობილი მოთამაშეების მსგავსად, აივიც საფონდო ბირჟას ასახელებს. როგორც ჩანს, ფინანსები, მათემატიკა და რისკიანი გათვლები მართლაც მისი სტიქიაა.
- რისთვის დაგიმახსოვრებენ?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც თავში მოგვივა, პოკერი იქნება, მაგრამ აივის განსხვავებული მოსაზრება აქვს. როგორც ამბობს, მას ქველმოქმედების გამო დაიმახსოვრებენ. სამწუხაროდ, უცნობია, თუ რა სახის ქველმოქმედებაშია ჩართული, მაგრამ კულუარებში ამბობენ, საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს ფილანტროპული მიზნებისთვის.
- ვისთან ერთად გენდომებოდა გაჭედილ ლიფტში ყოფნა?
აივის არჩევანი სადგურუ იყო - ინდოელი მწერალი და იოგი, რომელმაც მრავალი ამერიკელი მოხიბლა სულიერი სწავლებით.
- ვისთან ერთად არ გენდომებოდა გაჭედილ ლიფტში ყოფნა?
აივის ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო ქალი ან კაცი, რომელიც ძალიან მძაფრ სუნამოს ხმარობს.
- ერთი რამ, რასაც ჯერჯერობით ვერ მიაღწიე?
- წარმატებული ქორწინება.
- როდის იყო შენი ცხოვრება ყველაზე უკონტროლო?
რა თქმა უნდა, გვიანი 30-იანები. ეს ის პერიოდია, როცა აივი მეუღლეს გაშორდა და ე.წ. ეჯ სორტინგის სკანდალში გაეხვა.
- განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
- გოლფი, მედიტაცია, იოგა.
- რას ისწავლიდი სიამოვნებით?
- კვანტურ ფიზიკას.
- საყვარელი ფილმი?
- 'გაქცევა შოუშენკიდან'.
- ბავშვობის გმირი?
- მეჯიქ ჯონსონი.
- საყვარელი ვიდეო თამაში?
- Pac Man - სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში, პასუხი აივის ასაკმაც განაპირობა.
- ერთი რამ, რისგანაც გაათავისუფლებდი სამყაროს?
- გაუნათლებლობა.