ლას ვეგასის კაზინოს ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდათ

გახსნიდან 2 კვირის შემდეგ, ლას ვეგასის კაზინოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ორივე მათგანი ლას ვეგასში მდებარე The Cosmopolitan-ის კონსიერჟია. ერთი კვირის წინ კი, Bellagio-ის ერთ-ერთი ფილიალი 4 დღით დაიკეტა, რადგან სამზარეულოს თანამშრომელს ასევე კორონავირუსი გამოუვლინდა.

ეს ყველაფერი საკმაოდ ცუდის მომასწავებელია. 2 კვირის წინ, ლას ვეგასის კაზინოებმა გახსნასთან დაკავშირებული გრანდიოზული ცერემონიები მოაწყვეს და სტუმრებს საკუთარი კარები გაუხსნეს. შესაძლოა, მოვლენების ასეთმა განვითარებამ ნევადის შტატში იზოლაციის ზომების კვლავ გამკაცრება გამოიწვიოს. 

როგორც Cosmopolitan-ის წარმომადგენელმა NBC-თან საუბარში განაცხადა, ამ მომენტში ნევადის ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მართვის სამსახური დაავადებული თანამშრომლის კონტაქტების ძიებაში არიან. რა თქმა უნდა, კაზინოს ყველა სტუმრის იდენტიფიცირება და ტესტირება რთული იქნება. ასევე, კაზინოში მთლიანი არეალისა და ნომრების დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს. 

Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა კი ცეცხლზე ნავთის დასხმა გადაწყვიტა და Cosmopolitan-ში არსებული სიტუაცია ტვიტერზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ კაზინოს სტუმრები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე და, ნევადის სათამაშო საბჭოს რეგულაციების მიუხედავად, არ იცავენ დისტანციას. 

რუმები

ქართული უცხოური