ფედორ ჰოლცმა Summer Series High Roller მოიგო

გასულ შაბათ-კვირას, PokerStars Summer Series-ის უკანასკნელი ივენთები გაიმართა. ერთ-ერთი დიდი სახელი, რომელმაც სერიებზე გაიბრწყინა, ფედორ ჰოლცი იყო. 

გერმანელმა მოთამაშემ, რომელსაც ჰაი როლერ ტურნირებზე მილიონობით დოლარი აქვს მოგებული, პროფესიონალური პოკერიდან წასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიიღო. ამჯერად, ის ავსტრიაში დაბანაკდა, რათა 'პოკერსტარსის' დიდი ტურნირი ეთამაშა. 

ღონისძიების ბაი-ინი $5.200 დოლარი იყო. ჰოლცმა გამარჯვება 148 ენტრანტს შორის მოიპოვა და $745.000 დოლარიანი საპრიზო ფონდის სათავეში მოექცა. ავსტრია, როგორც ჩანს, მოთამაშეებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილი უნდა იყოს, რადგან 8-დან 3 ფინალისტი სწორედ ავსტრიიდან იყო თამაშში ჩართული. 

რუსული პოკერის ამომავალი ვარსკვლავი, არტურ მარტიროსიანი პირველი იყო, ვინც ფინალურ მაგიდაზე სტეკი დაკარგა. კიდევ ერთი დიდი სახელი, ვინც ფინალურ მაგიდაზე მოხვდა, უნგრელი ლასლო ბუიტასი იყო. მისი მეოთხე ადგილი $72.547 დოლარით ანაზღაურდა. რაც შეეხება თავად ფედორ ჰოლცს: ფინალურ ჰედს-აპში, მან ჰოლანდიელი ჟოაო ვიეირა დაამარცხა. ხანმოკლე დაპირისპირების შემდეგ, გერმანელმა მოთამაშემ პირველი ადგილი დაიკავა და $156.377 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური