2020 წლის WSOP ონლაინ გაიმართება

პანდემიით გამოწვეული საფრთხეების გამო, უკვე არაერთი დიდი ტურნირი გადაერთო ონლაინ რეჟიმზე. კაზინოებისთვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით, იგივე ზომები მსოფლიოს უდიდესმა სატურნირო სერიამ, WSOP-მაც მიიღო. 

გასულ კვირას, WSOP-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 31 ტურნირის განრიგი, ფაქტიურად, არალეგალურად გამოაქვეყნა. 'მოპარული' განრიგის გავრცელებას, WSOP-ის მესვეურებმა სრული ინფორმაციის გამჟღავნება ამჯობინეს. როგორც ირკვევა, 31 ტურნირი თავად WSOP-ის საიტზე ჩატარდება, ხოლო 54 ივენთის მასპინძელი მზარდი ონლაინ პლატფორმა - GGPoker იქნება. 

"ზაფხული ვერ ჩაივლის პოკერის მსოფლიო სერიების გარეშე, - თქვა WSOP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თაი სტუარტმა, - ჩვენ ახალ ლოკაციებს ვხსნით და ოფლაინ პოკერის განვითარებას ვცდილობთ, რომელსაც დიდი იმედით ვუყურებთ. მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა GGPoker-თან უფრო გაგვეღრმავებინა." 

სატურნირო სერიას PokerGo  და Poker Central გააშუქებენ. თაი სტუარტის განცხადების მიუხედავად, კვლავ გაურკვეველი რჩება, არის თუ არა WSOP ჩვეულ რეჟიმში ჩატარების შანსი - კაზინოში, რეალური დილერებითა და მაყურებლების თანდასწრებით? ამჟამინდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, წლევანდელი WSOP 85 ივენთისგან იქნება შედგენილი. WSOP.com-ზე თამაში 1 ივლისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო GGPoker-ზე გამართული 54 ტურნირიანი სერია 19 ივლისიდან 6 სექტემბრამდე გაიმართება. 

აქვე უნდა ითქვას, რომ ონლაინ რეჟიმში ჩატარებული სერიის მიუხედავად, ლოკაცია კვლავ მნიშვნელოვანია: ონლაინ ტურნირებში მონაწილეობის მიღება იმ მოთამაშეებს შეეძლებათ, რომლებიც ნევადის ან ნიუ ჯერსის შტატებში იქნებიან. ეს ინფორმაცია იმ მოთამაშეებს ეხებათ, ვინც 31 ტურნირის თამაშს უშუალოდ WSOP-ის საიტზე აირჩევს. კიდევ ერთი უცნაური საკითხი ისაა, რომ GGPoker-ზე გამართულ ტურნირებზე თამაშს მხოლოდ ის მოთამაშეები შეძლებენ, რომლებიც GGPoker-ის დაფარვის ზონაში იქნებიან. GGPoker კი ამერიკის ტერიტორიაზე არ ოპერირებს. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება ამერიკელი მოთამაშეების ბედი. 

რუმები

ქართული უცხოური