UFC-ის ბრძოლაზე ტომ დუანმა $1.000.000 წააგო

პოკერის სამყაროში სანაძლეოები და ფსონები ჩვეულებრივი მოვლენაა. ის, რაც დუანის ისტორიას არაჩვეულებრივ ელფერს სძენს, თავად ფსონის ოდენობაა და არა წაგების ფაქტი. 2 დღის წინ, 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ პოსტში, ლეგენდარულმა მოთამაშემ ცნობილ სტენდ-აპ კომიკოსს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტის წამყვანს და UFC-ის ბრძოლების კომენტატორს - ჯო როგანს მიმართა და უცნაურად დაიტრაბახა: "თუ მილიონი 'ანდერდოგზე' არ დადე, არ ითვლება!" 

როგორც ირკვევა, ტომ დუანმა UFC 250-ის ფარგლებში გამართულ მსუბუქ წონით ბრძოლაზე $1.000.000 დოლარი დადო, რომელშიც ერთმანეთს კორი გარბანდტი და რაფაელ ასუნსაო დაუპირისპირდნენ. მეორე რაუნდის დასრულებამდე ზუსტად 1 წამით ადრე, ირლანდიელმა მებრძოლმა მარჯვენა აბერკოტით მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო. ასუნსაოს დამარცხება დუანის ბანკროლიდან $1.000.000-ის ჩამოჭრას ნიშნავდა. 

დიდი თანხის დაკარგვის მიუხედავად, მოთამაშე ცუდ ხასიათზე არ ჩანდა და 'ტვიტზე' გაკეთებულ კომენტარებს ხალისით პასუხობდა. დუანის პასუხები მას შემდეგ შეწყდა, რაც კომენტარებში დენიელ ქეითის გამოჩნდა: "როგორც ჩანს, პატარა ტომის ზედმეტი მილიონი აქვს, ტოტალიზატორში ფსონის გასაკეთებლად, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვალი გადაგიხადოს." 

დენიელ ქეითსის რეპლიკა მასსა და დუანს შორის ცნობილ დავას ეხება. წლების წინ, მოთამაშეებმა Durrrr Heads-Up Challenge დაიწყეს, რომლის შეწყვეტის ინიციატორი თავად ტომ დუანი იყო. ქეითსის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, თამაში არ გრძელდება. როგორც ცნობილია, დუანი მოწინააღმდეგეს წინასწარ განსაზღვრულ ჯარიმებს უხდის, მაგრამ თავად თამაშის დასრულებაზე კომენტარს არ აკეთებს. 

რუმები

ქართული უცხოური