პატრიკ ლეონარდი ონლაინ პოკერის მომავალ კრიზისს წინასწარმეტყველებს

პატრიკ ლეონარდი ერთ-ერთი წარმატებული და შემოსავლიანი ონლაინ გრაინდერია, რომელიც ამჟამად PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი და ერთ-ერთი უდიდესი პოკერ-რუმის სახეა. რამდენიმე დღის წინ, 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ პოსტში, ლეონარდმა ონლაინ პოკერის გარდაუვალ კრიზისზე ისაუბრა.

"ონლაინ პოკერს უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ვაკვირდები, - წერს ლეონარდი, - ცხადია, რომ პანდემიის პირობებში, თამაშმა ათეულობით მილიონი დოლარი მოიზიდა. ამ პერიოდში, მე თავად ვთამაშობდი უმაღლეს ლიმიტებზე. 95%-ის ვარაუდით, შემიძლია ვთქვა, რომ ონლაინ პოკერის ფინანსური კრიზისი გარდაუვალია."

პატრიკ ლეონარდი შემდეგ მაგალითს ითვალისწინებს: ცოტა ხნის წინ, PokerStars-ზე გამართულმა $530 დოლარიანმა ონლაინ ტურნირმა გარანტირებულ საპრიზო ფონდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამდენადაც თამაშზე 200 მოთამაშეზე მეტი დარეგისტრირდა. მსგავსი დინამიკა, ბოლო 2 თვის მანძილზე, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გასულ კვირას კი, იგივე ტურნირს 40 მოთამაშე დააკლდა, რამაც საპრიზო ფონდი ვერ შეავსო. როგორც ლეონარდი ვარაუდობს, უმეტეს ქვეყნებში კარანტინის გაუქმების გამო, ხალხი კომპიუტერებს მოწყდება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ასეთ ცვლილებას თავად პოკერ-რუმები მოუმზადებლები ხვდებიან. 

ლეონარდის შიშს იწვევს დიდი პოკერ-რუმების გავლენა სხვა, კონკურენტ პლატფორმებზე: "როცა ონლაინ პოკერის რომელიმე გიგანტი რაიმე ცვლილებას ახორციელებს, ის არამხოლოდ ტენდენციას ქმნის, არამედ სხვა, მცირე ზომის კაზიონებს იძულებულს ხდის, იგივე საკუთარ პოლიტიკაში იგივე ცვლილებები შეიტანონ."

მაგალითად, GGPoker-ის ტურნირებზე შეთავაზებულ იქნა 10 ბიგ ბლაინდიანი ულიმიტო გვიანი რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბანკროლის მქონე მოთამაშეებს, ტურნირის გვიან სტადიებზე მნიშვნელოვანი სტეკის დაგროვება შეუძლიათ. მსგავსი პოლიტიკა პოკერ-რუმს გარანტირებული საპრიზო ფონდის შევსებაში ეხმარება, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს 'ფეარ-პლეის' პრინციპს, რაც პოკერის ეკოსისტემას რისკის ქვეშ აყენებს. 

"აქედან ორი გამოსავალია, - ამბობს ლეონარდი, - ერთ შემთხვევაში, პოკერ-რუმი კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშის ხარისხზე და დროებით დაივიწყოს მოგება, ან GGPoker-ის მსგავსად მიმართოს 10 ბიგ ბლაინდიან ულიმიტო გვიან რეგისტრაციას, რაც დამანგრეველი იქნება ონლაინ ტურნირებისთვის."

პატრიკ ლეონარდის ეს გამოსვლა განსაკუთრებით იმითაა კარგი, რომ ონლაინ კაზინოს ის პირველი წარმომადგენელია, ვინც სხვა კაზინოების წარმომადგენლებსა და ცნობილ მოთამაშეებს გაერთიანებისკენ და ონლაინ პოკერის ეკონომიკური მომავლის შესახებ მსჯელობისკენ მოუწოდებს. რობ იონგი, PartyPoker-ის აქციების მსხვილი მფლობელი და ონლაინ გიგანტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ლეონარდის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ის თანახმა იქნება მიიღოს 3 მნიშვნელოვანი რეგულაცია, თუ მას სხვა პოკერ-რუმებიც დათანხმდებიან: 

  1. MTT ტურნირებზე მხოლოდ ერთი რე-ბაის უფლება
  2. გვიანი რეგისტრაციით 20 ბიგ ბლაინდზე მეტის ყიდვა
  3. გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში საკომისიოს განულება

რაც მთავარია, საუბარი დაწყებულია და ერთ-ერთი უდიდესი პოკერ-რუმის ხელმძღვანელის ინიციატივა გაჟღერებულია. როგორ მოახერხებენ დიდი პოკერ-რუმები მოლაპარაკებას და რა საკითხებზე შეთანხმდებიან ისე, რომ არც მომხმარებელი დააზიანონ და არც ფინანსურ კრიზისში აღმოჩდნენ, ამას შემდეგი რამდენიმე კვირა გვიჩვენებს. 

რუმები

ქართული უცხოური