Galfond Challenge 3: ფილ გალფონდი €300.000-ით დაწინაურდა
ფილ გალფონდის მე-3 ორთაბრძოლა წარამტებულად მიმდინარეობს. სულ რაღაც 3 დღის შემდეგ, PLO-ის ექსპერტმა მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია, რაც შეიძლება თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ის, ამჟამად, ონლაინ გრაინდერ ActionFreak-ს ეთამაშება, რომლის ვინაობაც არავინ იცის. დაპირისპირების პირველივე დღეს, უცნობმა მოთამაშემ RunItOnce-ის მფლობელისთვის €7.000 ევროს 'წართმევა' მოახერხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვეტერანებთან გადაჭარბებული თავდაჯერებულობა კონტრპროდუქტიულია.
ორთაბრძოლის პირველ დღეს, ინტერნეტის გაუმართაობის გამო, მოთამაშეებმა სესია შეწყვიტეს. სამშაბათის სესიაზე გალფონდმა €200.000 ევრო მოიგო, მაგრამ მოგებული მალევე დაკარგა და დღე €7.000-იანი მინუსით დაასრულა. ხუთშაბათს ისინი კვლავ დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ. უკანასკნელი დაპირისპირება გალფონდის €303.065 ევროიანი პლუსით დასრულდა. გალფონდის ჰედს-აპ გამოწვევა აშკარად ამტკიცებს, რომ პოტ-ლიმიტ ომაჰა განსაკუთრებით დისპერსიული თამაშია და მასში ლიდერი ხშირად იცვლება.
ხუთშაბათს, წყვილმა 1.000 დარიგებამდე ითამაშა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ფილ გალფონდის უჩვეულოდ აგრესიული თამაში, რომელსაც მეტოქემ ვერაფერი მოუხერხა. როგორც გულშემატკივრები ამბობდნენ, გალფონდისთვის, ActionFreak ყველაზე რთული მეტოქე უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით, ყველაფერი სხვაგვარადაა.