Galfond Challenge 3: ფილ გალფონდმა ActionFreak-თან ლიდერობა დათმო
VeniVidi1993-ის შემდეგ, ფილ გალფონდი ბილ პერკინსს შეერკინა. ადრეულ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, გალფონდმა გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და სამიზნეში კიდევ ერთი ოპონენტი, ონლაინ პოკერის ვარსკვლავი - ActionFreak ამოეღო.
როგორც მაყურებლები ამბობენ, ActionFreak გალფონდის ყველაზე რთული მეტოქე უნდა იყოს. ჰედს-აპის პირობებიც შესაბამისია: 15.000 დარიგება, €150/€300 სტეიკები, ხოლო სანაძლეო ფსონაად €150.000 ევრო - ამჯერად, საიდ-ბეთად ორივე მოთამაშეს თანაბარი თანხა უდევს.
თამაში ორშაბათს დაიწყო და გალფონდმა მალევე მოახერხა €200.000 ევროთი დაწინაურება. თუმცა, ActionFreak-მა დაამტკიცა, რომ ის ურთულესი მეტოქე იქნება: მან წაგებული თანხა უკან დაიბრუნა და €7.500 ევროიანი უპირატესობა მოიპოვა.
ერთ-ერთი მძიმე შეცდომა, რაც გალფონდს €65.680 ევროიანი ბანკი დაუჯდა, 7J1053 ბორდზე მოხდა. ფლოპი 4-ბეთის შემდეგ დაიწყო, რაც თამაშს წარმოუდგენელ დინამიკას აძლევდა. ფლოპი ორივე მათგანმა ჩექით გაიარა, მაგრამ თერნის დადების შემდეგ, ActionFreak გააქტიურდა. რივერზე კი გალფონდმა მოწინააღმდეგის €19.840 ევროიანი ოლ ინი ქოლით მიიღო და AAK9-ით ActionFreak-ის A864-თან დამარცხდა.