ტომ დუანს ტეხასური ჰოლდემი მობეზრდა

ბოლო წლებში, ტომ დუანის ნახვა ჰაი სტეიკს მაგიდებთან - იქნება ეს WSOP, WPT, თუ ძვირადღირებული ქეშ-გეიმი, ფაქტიურად, შეუძლებელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როგორც წესი, სატელევიზიო გადაცემებში ულიმიტო ჰოლდემი შუქდება, რაც ლეგენდარული მოთამაშისთვის ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს. 

უკანასკნელი, თითქმის, ათწლეულის განმავლობაში მოთამაშეები ჰოლდემის ახალ სახეობაზე - შორთ დექ პოკერზე გადაერთნენ. როგორც ცნობილია, შემცირებული კარტების გამო, შორთ დექი ძალიან აქტიური და დინამიური თამაშია, რის გამოც ის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. 

ტომ დუანი ონლაინ აღარ თამაშობს, მაგრამ ის ლაივ პოკერის, განსაკუთრებით კი, ძვირადღირებული თამაშების აქტიური სტუმარი გახდა. როგორც ამბობენ, მაკაუში გამართულ ქეშ-გეიმებზე ის მილიონობით დოლარიან დარიგებებს თამაშობდა და ეს მისი ყოველდღიურობა იყო. შორთ დექის იდეა სწორედ აზიაში გაჩნდა და მან სხვა კონტინენტებიც მოიცვა. 

რა თქმა უნდა, ტომ დუანი ემოციურობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ 2019 წელს, ლონდონში გამართულ Triton High Roller-ზე მან მაგიდა დატოვა, სადაც ტეხასურ ჰოლდემს თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ლიმიტი £2.000/£4.000 ფუნტი იყო, რაც ადრენალინის გამოსაყოფად საკმარისი უნდა იყოს, დუანმა თამაშში ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც დუანი კვლავ თამაშობს ტეხასურ ჰოლდემს ისაა, რომ მის ბანკროლსა და თამაშს ჩინელი ბიზნესმენები ასპონსორებენ. სხვა შემთხვევაში, დუანი მთლიანადაა კონცენტრირებული შორთ დექზე. 

რუმები

ქართული უცხოური