PokerStars-ის ქალთა დღისთვის მიძღვნილ ტურნირში გამარჯვებული კაცი აღმოჩნდა

PokerStars-ის ტურნირის გამარჯვებულს დისკვალიფიკაცია მიეცა. საქმე იმაშია, რომ 'სტარსმა' 8 მარტს სპეციალური ტურნირი ჩაატარა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა და, შესაბამისად, მხოლოდ ქალებისთვის იყო განსაზღვრული. ტურნირის გამარჯვებული კი, როგორც გაირკვა, მამრობითი სქესის მოთამაშე იყო, რომელმაც პირველი ადგილისთვის $30.000-იანი პლატინიუმის პასი მიიღო. 

ინფორმაცია დისკვალიფიკაციის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფინელმა მოთამაშე ქალმა, სენია ვიმ საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე $30.000 დოლარიანი ჯილდოს მიღების შესახებ განაცხადა. სენია ვიმ აღნიშნულ ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა. რატომ ერგო პრიზი მე-3 ადგილზე გასულ მოთამაშეს? როგორც გაირკვა, მე-2 ადგილოსანს ეს ჯილდო უკვე მიღებული ჰქონდა. 

$22 დოლარიანი ტურნირი, რომელიც სპეციალურად ქალი მოთამაშეებისთვის გაკეთდა და რომელმაც 500-ზე მეტი მონაწილე მიიზიდა, 8 მარტს გაიმართა. მთავარი ჯილდო EPT Barcelona-ს ტურნირის $30.000 დოლარიანი ბილეთი იყო. PokerStars-ის წარმომადგენლები ამ დრომდე არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ექაუნთი სახელით ameliaroy007 მამაკაცს ეკუთვნოდა. თუმცა, დიკსვალიფიკაციისთვის საჭირო ერთადერთი კრიტერიუმი სწორედ ეს იყო. "ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ქალებს. ღონისძიების მამაკაც მონაწილეებს მიეცემათ დისკვალიფიკაცია, ზარალის ანაზღაურების გარეშე" - წერია ტურნირის წესდებაში. 

როგორც სენია ვი ამბობს, მას 10-მდე ტურნირი აქვს ნათამაშები, ხოლო ქეშ-გეიმ მაგიდებზე მისი გამოცდილება რამდენიმე საათით შემოიფარგლება. "დაუჯერებელია, - ამბობს ფინელი მოთამაშე და სტრიმერი, - მე ბარსელონაში ვითამაშებ, თანაც პროფესიონალებთან ერთად."

 

რუმები

ქართული უცხოური